1. ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შეღავათებზე მეორე მხარის ინვესტორისთვის, რომელიც წარმოდგენს იურიდიულ პირს და ამ ინვესტორის ინვესტიციებს, თუ ინვესტორს ან ინვესტიციებს ფლობენ ან აკონტროლებენ მესამე სახელმწიფოს ან შეღავათებზე უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირები და:

a. ინვესტორი არ ეწევა არსებით ბიზნესსაქმიანობას იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლის კანონმდებლობითაც არის ის დაფუძნებული, ან

b. შეღავათებზე უარის მთქმელი მხარე იღებს ან ინარჩუნებს ზომებს იმ მესამე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც კრძალავს ასეთ ინვესტორთან ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, ან ასეთი ინვესტორის ინვესტიციებისთვის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭება გამოიწვევდა აღნიშნული ზომების დარღვევას ან მათთვის თავის არიდებას, ან

c. შეღავათებზე უარის მთქმელ ხელშემკვრელ მხარეს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები მესამე სახელმწიფოსთან.

2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ შეღავათებზე უარი ეთქმება ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ორი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელთაგან ერთი ადგილსამყოფელი სახელმწიფო