1. წინამდებარე ქცევის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, წევრები:
a. გაეცნობიან წინამდებარე ქცევის კოდექსს;
b. იქნებიან და შექმნიან შთაბეჭდილებას, რომ არიან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი და თავიდან აიცილებენ ინტერესთა ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონფლიქტს;
c. არ მიიღებენ რომელიმე ორგანიზაციის ან მთავრობის ინსტრუქციებს ტრიბუნალისთვის წარდგენილ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის განსახილველადაც არიან ისინი დანიშნულნი;
d. არ შექმნიან მიკერძოებულის შთაბეჭდილებას და მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს პირადი ინტერესები, გარედან მომდინარე წნეხი, პოლიტიკური შეხედულებები, საზოგადოებრივი პროტესტი, ხელშემკვრელი მხარის, დავაში მონაწილე მხარის ან პროცესში ჩართული ან მონაწილე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, კრიტიკის შიში, ან ფინანსური, სამეწარმეო, პროფესიული, ოჯახური ან სოციალური ურთიერთობები ან ვალდებულებები;
e. არ იკისრებენ პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე ვალდებულებას, ან არ მიიღებენ რაიმე სარგებელს, არ დაამყარებენ რაიმე ურთიერთობას, ან არ გამოავლენენ რაიმე ფინანსურ დაინტერესებას, რომელიც რაიმენაირად შეაფერხებდა ან შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ აფერხებს მათ მიერ თავიანთი მოვალეობების სათანადოდ შესრულებას, ან რომელიც სავარაუდოდ ზემოქმედებას იქონიებს მათ მიუკერძოებლობაზე;
f. არ გამოიყენებენ თავიანთი, როგორც წევრის სტატუსს ნებისმიერი პირადი ან კერძო ინტერესის დასაკმაყოფილებლად და თავიდან აირიდებენ ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ სხვებს უკავიათ განსაკუთრებული პოზიცია, იმისთვის რომ მათზე ზეგავლენა მოახდინონ;
g. მთელი პროცესის განმავლობაში, შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ზედმიწევნით და ეფექტიანად, ასევე კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით;
h. თავიდან აირიდებენ მეორე მხარესთან შეუთანხმებელ კონტაქტებს პროცესთან დაკავშირებით;
i. განიხილავენ მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც დასმულ იქნა პროცესის ფარგლებში და რომლებიც აუცილებელია დადგენილების ან გადაწყვეტილების გამოსატანად და არ გადასცემენ ამ მოვალეობას რომელიმე სხვა პირს.
2. წევრები გაატარებენ ყველა შესაბამის ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი ასისტენტები ინფორმირებულნი იყვნენ და ასრულებდნენ წინამდებარე ქცევის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებს, მე-4 მუხლის პირველი პუნქტს და მე-5 და მე-6 მუხლებს შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინები