1. ყოფილი წევრები თავიდან აიცილებენ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი მიკერძოებულნი იყვნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ან იღებდნენ სარგებელს ტრიბუნალის მიერ გამოტანილი დადგენილებებიდან ან გადაწყვეტილებებიდან.

2. თუ დავაში მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ყოფილი წევრები კისრულობენ ვალდებულებას, რომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დავის გადაწყვეტის პროცესთან მიმართებაში თავიანთი ფუნქციების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, ისინი:

a. არ ჩაერთვებიან რაიმე ფორმით იმ საინვესტიციო დავებში, რომლებიც დაკავშირებულია იმავე ზომებთან, იმავე ან მათთან ასოცირებულ მხარეებთან, ან წინამდებარე შეთანხმების იმავე დებულებებთან;

b. არ იმოქმედებენ როგორც დავაში მონაწილე მხარის მიერ დანიშნული წევრი, იურისკონსულტი ან დავაში მონაწილე მხარის მიერ დანიშნული მოწმე ან ექსპერტი იმ საინვესტიციო დავებთან მიმართებაში, რომლებიც აღიძრა წინამდებარე ან სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ფარგლებში.

3. თუ ICSID-ის გენერალური მდივანი მიიღებს ინფორმაციას ან სხვაგვარად შეიტყობს, რომ ყოფილი წევრი, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აღძრულ საინვესტიციო დავაში ტრიბუნალის წევრის ფუნქციების შესრულებისას მოქმედებდა ქცევის კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით ან ქცევის კოდექსის სხვა ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსაბამოდ, ის შეისწავლის ამ საკითხს, ყოფილ წევრს მისცემს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას და დადასტურების შემდეგ, აღნიშნულის შესახებ აცნობებს:

a. პროფესიონალურ დაწესებულებას ან სხვა ისეთ დაწესებულებას, რომელთანაც აფილირებულია ყოფილი წევრი;

b. ხელშემკვრელ მხარეებს;

c. კონკრეტულ დავაში მონაწილე მოდავე მხარეებს;

d. ნებისმიერ სხვა შესაბამის საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალს.

4. ICSID-ის გენერალური მდივანი საჯაროს გახდის თავის გადაწყვეტილებას მიიღოს მე-3(a)-მე-3(d) ქვეპუნქტებში მითითებული ზომები და დაასაბუთოს აღნიშნული ზომების მიღებ