1. წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად წევრებად დანიშვნამდე, მოდავე მხარეები ან დამნიშვნელი ორგანო კანდიდატს გადასცემს ამ ქცევის კოდექსის ასლს. კანდიდატები მოდავე მხარეებს გაუმჟღავნებენ წარსულში თუ აწმყოში არსებულ ინტერესებს, ურთიერთობებს ან საკითხებს, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს მათ დამოუკიდებლობაზე ან მიუკერძოებლობაზე, ან რომლებიც, როგორც შეიძლება საფუძვლიანად ივარაუდებოდეს, ქმნის ინტერესთა პირდაპირ ან არაპირდაპირ კონფლიქტს, ან რომლებიც ქმნის, ან როგორც შეიძლება საფუძვლიანად ივარაუდებოდეს, შეიძლება ქმნიდეს შეუსაბამო ქცევის ან მიკერძოების ალბათობას. ამ მიზნით, კანდიდატები გასწევენ ყველა სახის გონივრულ ძალისხმევას, რათა მათთვის ცნობილი გახდეს ნებისმიერი ასეთი ინტერესის, ურთიერთობის ან საკითხების შესახებ. წარსული ინტერესები, ურთიერთობები ან საკითხები, რომლებიც ექვემდებარება გამჟღავნებას, უნდა მოიცავდეს არანაკლებ ბოლო ხუთ (5) წელს იმ დღემდე, როდესაც კანდიდატისთვის ცნობილი გახდა, რომ განიხილება მისი დანიშვნა წევრად წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დავის განხილვის მიზნით.
2. დანიშვნის შემდეგ წევრები მუდმივად განაგრძობენ ყველა სახის გონივრული ძალისხმევის გაწევას, რათა მათთვის ცნობილი გახდეს წინამდებარე ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი ინტერესის, ურთიერთობის ან საკითხის შესახებ. თავიანთი მოვალეობების შესრულების მთლიანი პერიოდის განმავლობაში, წევრები ნებისმიერ დროს გაამჟღავნებენ ამგვარ ინტერესებს, ურთიერთობებს ან საკითხებს დავაში მონაწილე მხარეებისა და ხელშემკვრელი მხარეებისთვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით. ისინი დავაში მონაწილე მხარეებსა და ხელშემკვრელ მხარეებს ასევე აცნობებენ წინამდებარე ქცევის კოდექსის ფაქტობრივი ან პოტენციური დარღვევების შესახე