წინამდებარე ქცევის კოდექსის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

- „წევრი“ ნიშნავს პირს, რომელიც ინიშნება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება“) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებათა შესაბამისად შექმნილი ტრიბუნალის წევრად.

- „ასისტენტი“ ნიშნავს წევრის ხელმძღვანელობით და ზედამხედველობით მომუშავე პირს, რომელიც დახმარებას უწევს წევრს, ატარებს კვლევებს ან უზრუნველყოფს მას მხარდაჭერით თავისი მოვალეობების შესრულებისას.

- „კანდიდატი“ ნიშნავს პირს, რომელიც განიხილება წევრად დანიშვნისთვი