1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ბოლო შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის შემდეგ.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის ვადით და შემდგომშიც განაგრძობს მოქმედებას, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ძალაში შედის მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მისი მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, მაგრამ არაუადრეს ათწლიანი საწყისი პერიოდის გასვლისა.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების დებულებები ძალაში რჩება მოქმედების შეწყვეტის დღიდან ათი წლის განმავლობაში.

4. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმებით. ნებისმიერი ცვლილება წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა იმავე პროცედურის დაცვით, რომელიც საჭიროა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის.

5. ეს შეთანხმება შეწყდება ავტომატურად და შეწყვეტს მოქმედებას სრულად, იმ თარიღიდან, როდესაც საქრთველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ორ დედნად, ქ. ბუდაპეშტში, 2024 წლის 19 ივლისს, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განმარტებისას რაიმე განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

უნგრეთის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

დანართი I

ქცევის კოდექსი ტრიბუნალის წევრებისთვის, რომლებიც დანიშნულნი არიან საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას

შორის

ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ფარგლებ