ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, მეორე ხელშემკვრელი მხარე თანხმაა გაიმართოს კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცვლება ინფორმაცია იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებს, რეგულაციებს, გადაწყვეტილებებს, ადმინისტრაციულ პრაქტიკას, ან პროცედურებს, ან პოლიტიკას შეიძლება გააჩნდეს წინამდებარე შეთანხმებით დარეგულირებულ ინვესტიციებზ