1. არც ერთი წევრი ან ყოფილი წევრი არასდროს არ გაამჟღავნებს ან არ გამოიყენებს რომელიმე არა-საჯარო ინფორმაციას, რომელიც შეეხება სასამართლო პროცესს, ან რომლის შესახებაც მან შეიტყო სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ემსახურება ამ პროცესის მიზნებს, და ნებისმიერ შემთხვევაში, არ გაამჟღავნებს ან არ გამოიყენებს რომელიმე ამგვარ ინფორმაციას პირადი სარგებლის მიღების, ან სხვებისთვის სარგებლის მოტანის ან სხვების ინტერესებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენის მიზნით.
2. წევრები არ გაამჟღავნებენ განკარგულებას, დადგენილებას ან გადაწყვეტილებას ან მათ რომელიმე ნაწილს მათ მიღებამდე ან გამოქვეყნებამდე.
3. წევრები ან ყოფილი წევრები არასდროს არ გამოაქვეყნებენ ტრიბუნალის განხილვებს, ან ტრიბუნალის სხვა წევრების შეხედულებებს, გარდა მიღებულ განკარგულებაში, დადგენილებაში ან გადაწყვეტილებაში.
4. წევრები არ გააკეთებენ საჯარო განცხადებას ტრიბუნალისთვის განსახილველად გადაცემული საქმის არსებით დეტალებზ