1.
ამ შეთანხმების 357-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი გამონაკლისებისთვის ზიანის მიყენების გარეშე ამ თავისა და ამ შეთანხმების XI-A და XI-E, XI-B და XI-F, XI-C და XI-G, XI-D და XI-H დანართების დებულებები წარმოადგენს ამ მუხლში მითითებული გამონაკლისების საგანს.

2.
იმ პირობით, რომ ასეთი ზომები არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რომ შექმნას თვითნებური ან დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია ქვეყნებს შორის, სადაც არსებობს მსგავსი პირობები ან ფარული შეზღუდვა დაფუძნებაზე ან მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე, წინამდებარე თავში არაფერი უნდა უშლიდეს ხელს ნებისმიერ მხარეს იმ ზომების მიღებასა და გამოყენებაში, რომლებიც:

(a)
საჭიროა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი მორალის დაცვისათვის ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის;

(b)

საჭიროა ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვისთვის;

(c)

უკავშირდება ამოწურვადი რესურსების კონსერვაციას, თუ ასეთი ზომები გამოიყენება ადგილობრივ მეწარმეებზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ან მომსახურების ადგილობრივ მიწოდებასა და მოხმარებაზე;

(d)
საჭიროა მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დასაცავად;

(e)

საჭიროა იმ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის დასაცავად, რომლებიც შეუსაბამობაში არ მოდის ამ თავის დებულებებთან, მათ შორის ისეთის, რომელიც უკავშირდება:

(i)
შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი საქმიანობის აღკვეთას ან კონტრაქტების შეუსრულებლობის შედეგებთან გამკლავებას;

(ii)
ინდივიდუალურ პირთა პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას, პერსონალური ინფორმაციის გადამუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით და ინდივიდუალური ჩანაწერების და ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვას;

(iii)

უსაფრთხოებას.

(f)

არ არის შესაბამისობაში ამ შეთანხმების 7
6-ე და 8
2-ე მუხლებთან იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული მოპყრობა მიმართულია მეორე მხარის ეკონომიკური საქმიანობის, მეწარმეების ან მომსახურების მიმწოდებლების მიმართ პირდაპირი გადასახადების ეფექტიანი ან სამართლიანი დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფაზე[22]
.

3.
ამ თავის და ამ შეთანხმების XI-A და XI-E, XI-B და XI-F, XI-C და XI-G, XI-D და XI-H დანართების დებულებები არ ეხება მხარეების შესაბამის სოციალური დაცვის სისტემებს ან მხარის ტერიტორიაზე ისეთ საქმიანობას, რომელიც თუნდაც შემთხვევით უკავშირდება ოფიციალური ძალაუფლების გამოყენება