1. ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადეკვატურ და ეფექტიან დაცვას და ხელს შეუწყობენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას. ამ მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები, დაუყოვნებლივ გაივლიან კონსულტაციებს ერთმანეთთან, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის თხოვნით. კონსულტაციის შედეგების მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს შესაბამის ზომებს იმ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მიჩნეულია, რომ უარყოფითად მოქმედებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებზე.
2. ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარეების იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის შესახებ იმ მრავალმხრივი შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები.
3. ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ავალდებულებდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს მიანიჭოს ისეთივე რეჟიმი, როგორიც მინიჭებული აქვს არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის შესახებ იმ მრავალმხრივი შეთანხმების სფუძველზე, რომელთა მხარესაც წარმოადგენს პირველი ხელშემკვრელი მხარ