1. კომისიის წევრის ან კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის კომისიას.
2. კომისია უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნაწარმოები გამოიყენოს თავისი სურვილისა და საჭიროებისამებრ, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) მის გამოცემას, კორექტირებას ან მისი თავდაპირველი მიზნისგან/დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნით/ დანიშნულებით გამოყენება