1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ სამსახურებრივი რესურსებით.

2. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, კომისიის ქონება და რესურსები გამოიყენონ რაციონალურად, ეფექტიანად, გულისხმიერად, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

3. საოფისე ტექნიკითა თუ ელექტრონული რესურსებით სარგებლობისას, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი უნდა შეეცადონ, ხელი არ შეუშალონ კოლეგების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება