1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა, რომლებიც საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობენ მედიის წინაშე ან ამყარებენ ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაციას მედიის წარმომადგენელთან, განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ასეთ დროს ისინი არ საუბრობენ, როგორც დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ან კომისიისგან დამოუკიდებელი სხვა სუბიექტები, მათ მიერ გამოთქმული აზრები უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიზნებს და არ უნდა უქმნიდეს რაიმე სახის წინააღმდეგობას კომისიის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას.

2. საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მედიის წინაშე საუბრის ან მედიის წარმომადგენელთან ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაციის დამყარებამდე, კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები, რათა კონსულტაცია გაიარონ ზემდგომ თანამდებობის პირთან ან/და კომისიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთა