საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთბის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირებას საკრებულოში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ და ორგანიზებას უწევს საკრებულოს წარმომადგენლების შეხვედრებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, უზრუნველყოფს პრესკონფერენციების მოწყობას, ამზადებს პრესრელიზებსა და საინფორმაციო წერილებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გასავრცელებლად, ახდენს სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან ურთიერთობის კოორდინირებას, საკრებულოს სხდომაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა დასწრებას;
გ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და საკრებულოს წევრების ინტერვიუების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზებას;
დ) ორგანიზებას უწევს მედიის წარმომადგენლების საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრას, ორგანიზებას უწევს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში საკრებულოს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიერ სატელევიზიო ინტერვიუებისა და მოკლე სატელეფონო კომენტარების გაკეთებას;
ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას;
ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსებას და განახლებას.