სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას;
გ) სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან/ საკრებულოს აპარატის უფროსს/საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს;
დ) აწარმოებს საკრებულოში ინიციირებული პროექტების ვიზირებას და ადმინისტრაციული აქტების მისაღებად მომზადებული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, უზრუნველყოფს მათ კანონთან შესაბამისობას;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, გამოდის სასამართლო პროცესზე და წარმოადგენს საკრებულოს ინტერესებს;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას;
ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული, შიდა კონკურსისა და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარებას;
თ) უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგების ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);
ი) უზრუნველყოფს საკრებულოში მოხელის დანიშვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის/გათავისუფლების/გადაყვანის, მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, წახალისების ფორმის განსაზღვრის, კლასის მინიჭების, დროებით დამატებითი ფუნქციების და დროებით სხვა ფუნქციების დაკისრების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტების მომზადებას;
კ) ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს;
ლ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას. აგრეთვე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნას, შენახვას და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
მ) ახდენს მოხელეთა სწავლების საჭიროების იდენტიფიცირებას და მათ საფუძველზე შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის წლიურ სასწავლო გეგმას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ