1. საკრებულოს აპარატის უფროსის მოდგილეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე:

ა) ზედამხედველობს საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეების  სამუშაო  გეგმების შესრულებას;

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს ორგანიზაციულ -ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

გ)  უზრუნველყოფს საკრებულოს საჭიროებისათვის განსახორციელებელი შესყიდვების წინადადებების მომზადებას და საკრებულოს აპარატის უფროსისთვის წარდგენას;

დ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, ასევე სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებას და წარდგენას საკრებულოს აპარატის უფროსისთვის;

ე) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების პროცესს;

ვ) ასრულებს საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

3. საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე.

4. საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს აპარატის ერთ-ერთი მოხელ