1. საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებულ ამოცანებისა და      ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეს წარუდგენს პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

დ) საკრებულოს აპარატის უფროსს და საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელეების შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების პროცესს;

ზ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციის და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის წინაშე.

4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.