1. საკრებულოს აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საკრებულოს აპარატის უფროსი:
ა) უძღვება საკრებულოს აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტებს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საკრებულოს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულების პროექტს;
ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის პროექტს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის პროფსიულ საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) აწარმოებს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაანგარიშებას, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ზ) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების პროცესს;
თ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოხელეთათვის ფულადი ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მიცემის შესახებ, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ შესაბამისად;
ი) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. საკრებულოს აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. საკრებულოს აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს აპარატის ერთ-ერთი მოხელ