საკრებულოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
გ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
დ) განახორციელოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით გამოქვეყნება;
ე) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, აგრეთვე, საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეებთან შეხვედრების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ვ) მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
ზ) განახორციელოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების სხდომების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს სხდომებზე წესრიგის დაცვისათვის საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობა, კენჭისყრის პროცედურის ჩატარება, ხმების დათვლა, სხდომის ოქმების შედგენა, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება, რედაქტირება, რეგისტრაცია და გამოქვეყნება;
ი) უზრუნველყოს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილება და მოწვევა, მათი რეგისტრაცია;
კ) განახორციელოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლება და დარიგება;
ლ) განახორციელოს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაცია;
მ) უზრუნველყოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულება;
ნ) განახორციელოს, საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე, საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვის კონტროლი;
ო) უზრუნველყოს კადრების აღრიცხვა, პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საქმის წარმოება;
პ) უზრუნველყოს, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ნორმატიული აქტების შექმნა.