1. საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.

2. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული საკრებულოს აპარატის შინაგანაწესითა  და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები