ა) საზოგადოებისათვის, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს ფუნქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) საკრებულოს საქმიანობის გაშუქება;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირება საკრებულოში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ;
დ) საკრებულოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზება;
ე) საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ყოველდღიური და ყოველკვირეული საინფორმაციო მასალების მომზადება;
ვ) საკრებულოში ჟურნალისტთა ყოველწლიური აკრედიტაცია;
ზ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშუქებული მასალების ანალიზი, მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
თ) საკრებულოს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების კონტროლი და განახლება;
ი) საზოგადოებაში საკრებულოს პოზიტიური იმიჯის შექმნის ხელშეწყობა;
კ) საკრებულოს საქმიანობისა და პროგრამებისადმი მისი მხარდაჭერის მოპოვება;
ლ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ოფისებთან თანამშრომლობა;
მ) კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, პრესტურების, გამოფენების, კონკურსების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ნ) პრესრელიზების, ბიულეტენების, მიმოხილვების, სტატიების, ბროშურების, ვიდეოპროდუქციის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელება;
ო) საზოგადოებრივი ურთიერთობების პროექტების მომზადება;
პ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს საქმიანობასა და პროგრამებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;
ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
რ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და საკრებულოს წევრების, ასევე საკრებულოში სტუმრად მყოფი უცხოელი ოფიციალური ვიზიტორების ინტერვიუების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზება;
ს) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ