ა) საკრებულოს კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოს პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, პროგრამული საკითხების დაპროექტება, შერჩევა, მართვა, ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;

გ) საკრებულოს თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნა;

დ) საკრებულოს სხდომების გაძღოლის კომპიუტერული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) საკრებულოს საქმიანობის კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებისათვის სათანადო პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ვ) სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და მისი სისტემური სრულყოფა;

ზ) საკრებულოს კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სფეროში რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;

თ) საკრებულოს კავშირგაბმულობის ექსპლუატაცია;

ი) საკრებულოს ელექტრონული ფოსტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

კ) საკრებულოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა;

ლ) საკრებულოს ვებვერდის ადმინისტრირება;

მ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში  აპარატის პერსონალის ხელშეწყობა;

ნ) თანამედროვე  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შიდა წესებისა და ნორმების შემუშავება;

ო) ინტერნეტ  რესურსებზე  დაშვების უფლების განსაზღვრა.

პ) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ