ა) საკრებულოს შენობის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული რადიოფიცირებისა და კენჭისყრის პროცედურების მონიტორინგის აპარატურის მოვლისა და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

გ) საკრებულოს შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვა, განთავსებული ინვენტარის, ელექტროაპარატურისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, მოვლა და დაცვა;

დ) საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეცდანიშნულების მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდგო სისტემისა და სატელეფონო ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) საკრებულოს სხდომების, შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების სამეურნეო უზრუნველყოფა;

ვ) შენობა-ნაგებობის მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური ზედამხედველობა;

ზ) საკრებულოში უცხო ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენელთა ოფიციალური მიღების დროს მათი მომსახურების, საჭიროების შემთხვევაში მათი დახვედრის, დაბინავების და გამგზავრების  ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ)  საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა;

ი) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეთა, საკრებულოს წევრთა, აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამეურნეო უზრუნველყოფა.

კ) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ