ა) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, მოხელეთა ატესტაციის ჩატარებისა და მათთვის საკლასო ჩინების მინიჭების ორგანიზება;
ბ) საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების, ნამსახურობის ნუსხებისა და შრომის წიგნაკების წარმოება, აპარატის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
გ) საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების პროგრამების მომზადების ორგანიზება;
დ) აპარატში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზება და კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სტაჟირების გავლის კონტროლი;
ე) მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება;
ვ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო და სამხედრო აღრიცხვიანობა;
ზ)საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
თ) საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის მართვის ძირითადი პროცედურების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განხორციელება, შესაბამისი ნორმატიული, ინსტიტუციური და ორგანიზაციული საფუძვლებისა და მექანიზმების შემუშავება;
ი) საკრებულოს აპარატის პერსონალის სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის სისტემატური ანალიზი, ძირითადი მიზეზებისა და ტენდენციების განსაზღვრა და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ანალიტიკური მასალისა და რეკომენდაციების წარდგენა;
კ) საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობასთან ერთად შინაგანაწესის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა, შრომის დისციპლინის განმტკიცებისა და საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საკრებულოს აპარატის უფროსისათვის პერიოდულად მიწოდება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლობისტთა რეესტრის წარმოება და შესაბამისი მოწმობების გაცემა;
მ) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ