ა) საკრებულოს და ბიუროს სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოს სხდომების მოწვევის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

გ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით  საკრებულოს წევრების ინფორმირება საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომის მოწვევის შესახებ;

დ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაცია;

ე) საკრებულოში განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების აღრიცხვა, მათი საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებისთვის  გამრავლება, სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დღის წესრიგის პროექტების რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს წევრებისათვის დარიგება.

ვ) თბილისის ბიუჯეტით და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული  რეგულაციების შესაბამისად საკრებულოს ბიუროსთან შესათანხმებელი საკითხების დადგენილი წესით განსახილველად მომზადება;

ზ) საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომებზე კვორუმის არსებობის კონტროლი;

თ) შენიშვნების გათვალისწინებით საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების რედაქტირება და კორექტირება, კომპიუტერული უზრუნველყოფა;

ი) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;

კ) საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გადაგზავნის უზრუნველყოფა.

ლ) არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება და საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;

მ) საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომათა ოქმების, სხდომების აუდიო ჩანაწერების წარმოება და კორექტირება;

ნ) საკრებულოს სხდომათა დარბაზის რადიოფიცირება;

ო) საკრებულოს წევრების, სტრუქტურული ერთეულების მასალებით უზრუნველყოფა გასამრავლებელი ტექნიკის მეშვეობით;

პ) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი VI
დასკვნითი დებულება