ა) აპარატში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) კორესპონდენციის, მოქალაქეთა წერილების, განცხადებების და პეტიციების მიღება, რეგისტრაცია, ელექტრონულად დამუშავება, აღრიცხვა დანიშნულებისამებრ გადაცემა, სტატისტიკური მონაცემების მომზადება, დავალებების შესრულების კონტროლი;

გ)  „ცხელი ხაზის” ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) „ცხელი ხაზით” შემოსულ ინფორმაციაზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირება;

ე) მოქალაქეთა მიღება და კონსულტაციის გაწევა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტების, სამართლებრივი აქტების, საოქმო დავალებების დანიშნულების მიხედვით ფოსტისა და დამტარებლის მეშვეობით დაგზავნა;

თ) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ