ა) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

ბ) საფინანსო ღონისძიებათა დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა;

გ) ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;

დ) კვარტალური და წლიური ბალანსების სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;

ე) კოორდინირებული მუშაობა საფინანსო დაგეგმვისა და მატერიალური მარაგების უზრუნველსაყოფად;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს წევრთა ხარჯებისა და აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) საკრებულოს წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საკრებულოს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;

ი) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ