ა) კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, განხილვა და საკრებულოს სხდომისათვის მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოში შემოსულ სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
გ) კომისიების სხდომების მომზადების ორგანიზება, მიღებული გადაწყვეტილებების და სხდომათა ოქმების გაფორმება;
დ) კომისიების თავმჯდომარეთა და კომისიათა სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და აღრიცხვა;
ე) კომისიების თავმჯდომარეთა და კომისიათა სახელზე შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხების პროექტების მომზადება;
ვ) კომისიათა დებულებებით განსაზღვრული დარგობრივი მიმართულებების საკითხებზე მუშაობა;
ზ) კომისიების თავმჯდომარეთათვის საკრებულოს შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებაში ხელის შეწყობა;
თ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეთა მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ი) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეთა სამართლებრივი, საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
კ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეთა საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
მ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეთა ცალკეული დავალებების შესრულების კონტროლ