ა) საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი, საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და აღრიცხვა;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულების კონტროლი