ა) საკრებულოს სხდომების მომზადება;
ბ) საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომების თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმირება;
გ) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაცია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით;
დ) საკრებულოს, კომისიების, ფრაქციების სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საკითხების გადაწყვეტა;
ე) საკრებულოს სხდომებზე სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმული წინადადებების და შენიშვნების აღრიცხვა;
ვ) საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს წევრების დავალებების შესრულება;
თ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების და აპარატის უფროსის სახელზე შემოსული მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, მიმართვების, ოფიციალური კორესპონდენციის აღრიცხვა, რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემა;
ი) საკრებულოს ხელმძღვანელობისა და საკრებულოს წევრებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადება, საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების კრებულის მომზადება;
კ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება;
ლ) საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების და აუდიო ჩანაწერების წარმოება;
მ) საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება და საკრებულოს წევრებისათვის მიწოდება;
ნ) პრესით, ინტერნეტით, ტელევიზიითა და რადიოთი საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობის გამოქვეყნება და გაშუქება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკადრო რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბება, საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების მომზადება, კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
პ) საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების, საკრებულოს ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ჟ) დაცვის სპეციალურ სამსახურებთან ერთად, საკრებულოს შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის შემუშავება და განხორციელება;
რ) საკრებულოში ერთიანი საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ს) საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ტ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობისა უზრუნველყოფა;
უ) საკრებულოში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნის, მისი გამართულად მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ფ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ანგარიშის შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ქ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საკრებულოს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;
ღ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ოფისების ფუნქციონირებისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ყ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლობისტთა რეესტრის წარმოება და შესაბამისი მოწმობების გაცემა;
ჩ) კანონმდებლობით საკრებულოს გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა.
თავი III
აპარატის, მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა და პერსონალ