2. აპარატის უფროსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. აპარატის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს წევრები.

5. აპარატის უფროსი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, წყვეტს აპარატის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხს აგებს აპარატის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტისათვის;

გ) აკონტროლებს აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობაზე;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის სახელით დებს ხელშეკრულებებს;

ე) წარმართავს აპარატის საფინანსო საქმიანობას, პასუხს აგებს მის შედეგებზე, საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

ვ) განკარგავს აპარატის ფინანსურ სახსრებს;

ზ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და მესამე პირებთან ურთიერთობებში გამოდის აპარატის სახელით;

თ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

ი) მიღებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას და განვითარებას.

კ) ახორციელებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. აპარატის უფროსის მოადგილეები უფლებამოსილებას ახორციელებენ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

7. აპარატის უფროსი და მოადგილეები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

8. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

9. აპარატის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში;

ბ) საერთო ზედამხედველობას უწევს მის საკურაციო სფეროში არსებული აპარატის სტრუქტურულ ერთეულების ეფექტიან მუშაობას;

გ) ასრულებს აპარატის უფროსის და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს