ა) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ბრძანებების პროექტების მომზადება, ვიზირება და სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ან აპარატის უფროსის დავალებით საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება და სათანადო დასკვნების მომზადება, აქტების საბოლოო რედაქციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების ვიზირება და საკრებულოს აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების  შესწავლა, ვიზირება;

ე) საკრებულოს წევრთა და საკრებულოს აპარატის სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და მათთვის კონსულტაციების გაწევა;

ვ) დაიცვას და წარმოადგინოს ქ. თბილისის საკრებულო, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია საქართველოს საერთო სასამართლოებში;

ზ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ოფისების იჯარის ხელშეკრულებების, საკრებულოს შენობის და მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ოფისების დაცვის ხელშეკრულებების, საკრებულოს წევრთა და თანამშრომლთა კორპორაციული დაზღვევის ხელშეკრულებების მომზადება, ვიზირება;

თ) უცხო ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შესწავლა, განზოგადება და საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს წევრებისა და აპარატის უფროსისთვის წარდგენა;

ი) საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის და კურატორი აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ