1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა უნდა დაიცვან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, შიდაკორპორაციული ინფორმაციის საიდუმლოება იმგვარად, რომ მესამე პირებს არ მიუწვდებოდეთ ხელი ამ ინფორმაციაზე.
2. კომისიის წევრსა და კომისიის აპარატის თანამშრომელს ეკრძალებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური ან სხვა სახის კეთილდღეობის მიღების მიზნით.
3. კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში რჩება სამსახურებრივი უფლებამოსილების ნებისმიერი ფორმით შეწყვეტის შემდეგა