1. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას.
2. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ფაქტებსა და გარემოებებს უნდა აფასებდნენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიუკერძოებლად, სუბიექტური განცდებისა და შთაბეჭდილებების გარეშე.
3. კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს მათი არსებული, წარსული ან/და სამომავლო პროფესიული, სამსახურებრივი, ფინანსური, პირადი თუ სხვა ნებისმიერი სახის ურთიერთობები.
4. დაუშვებელია კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ ან სხვის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას.
5. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, სრულად გაამჟღავნონ ყველა ის გარემოება, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას ან ხელი შეუშალოს მათი სამსახურებრივი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებას.
6. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, განაცხადონ თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და არსებობს სხვა გარემოებები, რაც გავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზ