1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის პროფესიული ეთიკის ნორმებს, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული პროფესიული ეთიკის ნორმები, ქცევის წესები და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტები არ არის ამომწურავი და ემსახურება დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპების დამკვიდრებას კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი თუ ისეთი პირადი ხასიათის  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.

3. ეთიკის ნორმებთან, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ამ კოდექსით არ არის მოწესრიგებული, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები.

4. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივად მსგავს ეთიკის ნორმებს, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სტანდარტებს აწესრიგებს როგორც ეს კოდექსი, ასევე – სხვა სამართლებრივი აქტი, კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა უნდა დაიცვან უფრო მკაცრი ეთიკის ნორმა, ქცევის წესი და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სტანდარტ