1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი უთხრას ამ შეთანხმებიდან მომდინარე სარგებელზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოსა და მის ინვესტიციებს, თუ საწარმო არის არახელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს საკუთრებაში ან ექვემდებარება მის კონტროლს, და უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარე:

(a) არ ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს არახელშემკვრელ მხარესთან; ან

(b) იღებს ან ინარჩუნებს ისეთ ზომებს არახელშემკვრელ მხარესთან მიმართებით, რომლებიც კრძალავენ საწარმოსთან ტრანზაქციების განხორციელებას, ან გამოიწვევდა აღნიშნული ზომების დარღვევას ან მათთვის თავის არიდებას, თუკი ამ შეთანხმებიდან მომდინარე სარგებელი გავრცელდებოდა საწარმოზე ან მის ინვესტიციებზე.

2.  ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი უთხრას ამ შეთანხმებიდან მომდინარე სარგებელზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს ან მის ინვესტიციებს, თუ ეს საწარმო არახელშემკვრელი მხარის ან უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს საკუთრებაშია ან ექვემდებარება მის კონტროლს და მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმო არ ეწევა ძირითად სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის საწარმო არის:

ხელშემკვრელი მხარის ან არახელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს „საკუთრებაში“, თუ მის საწესდებო კაპიტალში 50 პროცენტზე მეტ წილს ფლობს ფიზიკური პირი ან საწარმო; და

ხელშემკვრელი მხარის ან არახელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს „კონქტოლს ექვემდებარება“, თუ ფიზიკურ პირს ან საწარმოს აქვს უფლებამოსილება დაასახელოს თავისი დირექტორების უმრავლესობა ან სხვაგვარად სამართლებრივად წარმართოს თავისი მოქმედებები.

თავი II

დავის მოგვარე