1.         ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა შექმნან ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში – „კომიტეტი“) ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად. კომიტეტის ფუნქციებია:

ამ შეთანხმების შესრულებისა და მოქმედების საკითხის განხილვა და გაანალიზება;

იმ შეუსაბამო ზომების გადახედვა, რომლებიც შენარჩუნებულია, შესწორდა ან შეიცვალა მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამგვარი შეუსაბამო ზომების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით;

შეუსაბამო ზომების განხილვა, რომელიც მიღებულია ან დაცულია მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეების ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების წახალისების მიზნით;

ინფორმაციის გაცვლა და ამ შეთანხმების ფარგლებში ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომლებიც ეხება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას; და

ინვესტიციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმებას.

2.         კომიტეტს შეუძლია, საჭიროებისამებრ, კონსენსუსის საფუძველზე  ხელშემკვრელ მხარეებს გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაციები ამ შეთანხმების უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ან მისი მიზნების მისაღწევად.

3.         კომიტეტი შედგება ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლებისგან. კომიტეტს შეუძლია ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთთანხმობით, მოიწვიოს შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები, გარდა ხელშემკვრელი მხარეების მთავრობებისა, რომელთაც გააჩნიათ აუცილებელი ცოდნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, და გამართოს ერთობლივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

4.         თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, კომიტეტი თავად განსაზღვრავს საპროცედურო წესებს.

5.         კომიტეტი იკრიბება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე.

თავი IV

დასკვნითი დებულებე