ხელშემკვრელ მხარესა

და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის

1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საინვესტიციო დავის შემთხვევაში, ისინი თავდაპირველად უნდა შეეცადონ დავის მოგვარებას კონსულტაციისა და მოლაპარაკების გზით, რაც შეიძლება მოიცავდეს შესასრულებლად არასავალდებულო, მესამე მხარის პროცედურების გამოყენებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარე მიიჩნევს, რომ საინვესტიციო დავის მოგვარება შეუძლებელია კონსულტაციითა და მოლაპარაკებით, მოსარჩელეს შეუძლია ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვაზე წარადგინოს სარჩელი იმის თაობაზე, რომ:

(a) მოპასუხე მხარემ დაარღვია I თავით გათვალისწინებული ვალდებულება; და

(b) მომჩივანმა განიცადა ზარალი ან მას მიადგა ზიანი ამ დარღვევის გამო, ან მისგან გამომდინარე.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენაზე ისე როგორც შესაბამისია ამ შეთანხმებასთან.

4. მე-2 პუნქტის მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს არ შეუძლია საარბიტრაჟო განხილვაზე წარადგინოს ამ მუხლის შესაბამისად:

საინვესტიციო დავა მისი ინვესტიციების დაფუძნებასთან, შეძენასთან ან გაფართოებასთან დაკავშირებით; ან

სარჩელი, რომელიც ემყარება მე-8 მუხლის პირველ პუნქტს.

5. ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე არანაკლებ 90 დღით ადრე, მოსარჩელე ვალდებულია მოპასუხეს წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის განზრახვის შესახებ (შემდგომში – „შეტყობინება განზრახვის თაობაზე“). შეტყობინებაში განზრახვის თაობაზე მითითებული უნდა იყოს:

მოსარჩელის სახელი და მისამართი;

თითოეული სარჩელისთვის, I თავის დებულება, რომელიც სავარაუდოდ დაირღვა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი დებულება;

თითოეული სარჩელის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი; და

მოთხოვნილი ანაზღაურება და მოთხოვნილი ზიანის სავარაუდო ოდენობა.

6.  იმ პირობით, რომ ექვსი თვე უკვე გავიდა იმ მოვლენებიდან,  რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელს, მოსარჩელეს შეუძლია, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარჩელი გადასცეს არბიტრაჟს:

(a) ICSID-ის კონვენციის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელი მხარეები არიან ICSID-ის კონვენციის მხარეები;

(b) ICSID-ის დამატებითი მექანიზმის წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარე, მაგრამ არა ორივე, ICSID-ის კონვენციის მხარეა;

UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად; ან

თუ მოდავე მხარეები შეთანხმდებიან, განიხილონ სარჩელი ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო ორგანოს ან საარბიტრაჟო წესების საშუალებით.

7. სარჩელი ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვაზე წარდგენილად, როდესაც მოსარჩელის შეტყობინება ან მოთხოვნა არბიტრაჟის შესახებ (შემდგომში ამ მუხლში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო შეტყობინება“):

გათვალისწინებულს ICSID-ის კონვენციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, მიიღებს ICSID-ის გენერალური მდივანი;

გათვალისწინებულს ICSID-ის დამატებითი მექანიზმის წესების C განრიგის მე-2 მუხლით, მიიღებს ICSID-ის გენერალური მდივანი;

გათვალისწინებულს UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების მე-3 მუხლით, UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების მე-20 მუხლში მითითებული სარჩელის განცხადებასთან ერთად, მიიღებს მოპასუხე; ან

სხვა საარბიტრაჟო დაწესებულების ან მე-6(d) ქვეპუნქტის თანახმად შერჩეული საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, მიიღებს მოპასუხე, თუ ამ დაწესებულების მიერ ან ამ წესებში სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.         მე-3 პუნქტის მიუხედავად, ამ მუხლის თანახმად, სარჩელი ვერ იქნება წარდგენილი საარბიტრაჟო გარჩევაზე, თუ სამ წელიწადზე მეტია გასული იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ პირველად შეიტყო ან პირველად უნდა შეეტყო მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შესახებ და იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მიადგა ზარალი ან ზიანი.

9.         მე-3 პუნქტის მიუხედავად, ამ მუხლის შესაბამისად, სარჩელი ვერ იქნება წარდგენილი საარბიტრაჟო გარჩევაზე, თუ:

(a)        მოსარჩელე იძლევა წერილობით თანხმობას საარბიტრაჟო განხილვაზე ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად; და

(b)        მოსარჩელე წერილობითი ფორმით უარს ამბობს ნებისმიერ უფლებაზე, დაიწყოს ან განაგრძოს ნებისმიერი ადმინისტრაციული სასამართლოს ან სასამართლოს წინაშე ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის კანონის შესაბამისად ან დავის მოგვარების სხვა პროცედურების შესაბამისად ნებისმიერი სამართალწარმოება ნებისმიერი ღონისძიების მიმართ, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს მე-2(a) ქვეპუნქტში მითითებულ დარღვევას.

10.       მე-9(b) ქვეპუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული უარი შეწყვეტს მოქმედებას, როდესაც არბიტრაჟი უარყოფს სარჩელს მე-5, მე-6, მე-8 ან მე-9 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის ან სხვა პროცედურულ ან იურისდიქციულ საფუძველზე.

11.       მე-9(b) ქვეპუნქტის მიუხედავად, მოსარჩელეს შეუძლია წამოიწყოს ან განაგრძოს სარჩელი შუალედური სასამართლო აკრძალვის მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ფულადი ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული სასამართლოს ან სასამართლოს წინაშე მოპასუხის კანონმდებლობის შესაბამისად.

12.       იმ შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლო სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის მოქმედი წესების შესაბამისად.

13.       მოპასუხე არამოდავე მხარეს წარუდგენს:

(a)   საარბიტრაჟო შეტყობინებას არაუგვიანეს 30 დღისა სარჩელის წარდგენის დღიდან; და

(b)        არბიტრაჟში შეტანილი ყველა საჩივრის ასლს.

14.       მხარეს, რომელიც არ წარმოადგენს დავის მხარეს, შეუძლია დავის მხარეების წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, წარუდგინოს მოსაზრება საარბიტრაჟო სასამართლოს წინამდებარე შეთანხმების განმარტების საკითხზე.

15.       ამ მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო გარჩევისას მოპასუხე არ უნდა ამტკიცებდეს დაცვის, შემხვედრი სარჩელის, კომპენსაციის უფლების სახით ან სხვაგვარად, რომ მოსარჩელემ მიიღო ან მიიღებს ანაზღაურებას ან სხვა კომპენსაციას სავარაუდო ზიანისთვის, სრულად ან ნაწილობრივ, სადაზღვევო ან საგარანტიო ხელშეკრულების თანახმად.

16.       საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ:

განაჩენის სახით, მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ I თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა, გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მოსარჩელისა და მისი ინვესტიციების მიმართ; და

სამართლებრივი დაცვის ერთ ან ორივე შემდეგ საშუალებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დარღვევა ეხება:

(i)        ფულად ზიანს, მოქმედი პროცენტის ჩათვლით; და

(ii)       ქონების დაბრუნებას, როდესაც გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ რესპონდენტმა შეიძლება გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, მათ შორის ნებისმიერი მოქმედი პროცენტის ჩათვლით, დაბრუნების სანაცვლად.

საარბიტრაჟო ტრიბუნალს ასევე შეუძლია სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის ჰონორარის დაკისრება მოქმედი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

17.       თუ მოდავე მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო განხილვის ადგილი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს ნიუ-იორკის კონვენციის მხარეს.

18.       საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა დავის მხარეებისათვის. ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე, შესაბამისი საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ICSID-ის კონვენციისა და ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ძალაში შესული საარბიტრაჟო  გადაწყვეტილების აღსრულებას იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი აღსრულება უნდა მოხდე