1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა შეტყობინებების მიღების ბოლო თარიღიდან 30-ე დღეს. იგი ძალაში დარჩება ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში და გაგრძელდება მანამ, სანამ მოქმედება არ შეუწყდება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ერთი წლით ადრე, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გზით, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება პირველი 10 წლის ვადის ბოლოს ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს.
3. წინამდებარე შეთანხმება, ასევე, ვრცელდება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებზე, რომლებიც შეძენილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე. ამასთან, წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება პრეტენზიებზე ან დავებზე, რომლებიც წარმოიშობა მისი ძალაში შესვლამდე განვითარებული მოვლენების შედეგად.
4. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის თარიღამდე შეძენილი ინვესტიციების მიმართ ამ შეთანხმების დებულებები იმოქმედებს ამ შეთანხმების შეწყვეტის დღიდან 10 წლის განმავლობაში.
5. წინამდებარე შეთანხმების დანართები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ არიან უფლებამოსილნი თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ორ ეგზემპლარად, თბილისში, იანვრის ოცდამეცხრე დღეს, 2021, ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით: იაპონიის სახელით:
დანართი I
მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული
არსებული შეუსაბამო ზომები
1. ხელშემკვრელი მხარის განრიგი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად ადგენს იმ არსებულ ზომებს, რომლებიც არ ხვდება ზოგიერთი ან ყველა ვალდებულების ქვეშ, რომლებიც დაწესებულია:
მე-2 მუხლით;
მე-3 მუხლით; ან
მე-6 მუხლით.
2. განრიგის თითოეულ ჩანაწერში მოცემულია შემდეგი ნაწილები:
„სექტორი“ ნიშნავს სექტორს, რომლისთვისაც კეთდება ჩანაწერი;
„ქვესექტორი“, სადაც მითითებულია, ეხება კონკრეტულ ქვესექტორს, რომლისთვისაც კეთდება ჩანაწერი;
„ინდუსტრიის კლასიფიკაცია“, სადაც მითითებულია, და მხოლოდ გამჭვირვალეობის მიზნით, გულისხმობს შეუსაბამო ზომებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინდუსტრიის დარგობრივი კლასიფიკაციის ადგილობრივი ან საერთაშორისო კოდების შესაბამისად;
„დაკისრებული ვალდებულებები“ განსაზღვრავს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება ჩამოთვლილ ზომაზე/ზომებზე;
„ზომები“ ადგენს კანონებს, რეგულაციებს ან სხვა ზომებს, რომელთათვისაც ჩანაწერი კეთდება. „ზომების“ ნაწილში მითითებული ზომა:
(i) ნიშნავს ღონისძიებას, რომელიც შესწორდა, გახანგრძლივდა ან განახლდა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან; და
(ii) მოიცავს ნებისმიერ დაქვემდებარებულ ზომას, რომელიც მიღებული ან შენარჩუნებულია მოცემული ზომის უფლებამოსილებით და მის შესაბამისად; და
„აღწერა“ ადგენს შეუსაბამო ზომას, ან იძლევა ზომის ზოგად არასავალდებულო აღწერილობას, რომლისთვისაც გაკეთებულია ჩანაწერი.
3. ჩანაწერის ინტერპრეტაციისას გათვალისწინებული იქნება ჩანაწერის ყველა ნაწილი. ჩანაწერი განიმარტება ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, რომელთან დაკავშირებით კეთდება ჩანაწერი, ხოლო „ზომების“ ნაწილი სარგებლობს უპირატესობით ყველა სხვა ნაწილთან მიმართებით.
4. ამ დანართის მიზნებისათვის:
(a) ტერმინი „JSIC“ ნიშნავს იაპონიის სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციას, რომელიც დადგენილია იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ და შესწორებულია 2013 წლის 30 ოქტომბერს; და
(b) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობის სახეები – GNC 006-2016 / Rev. 2“ ნიშნავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2016 წელს შემუშავებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს კლასიფიკაციას.
იაპონიის განრიგი[1]
1
სექტორი:
სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და თევზჭერა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია იაპონიის განრიგის II დანართის No. 8 ჩანაწერში)
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 01 სოფლის მეურნეობა
JSIC 02 სატყეო მეურნეობა
JSIC 03 თევზჭერა, აკვაკულტურის გარდა
JSIC 04 აკვაკულტურა
JSIC 6324 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
JSIC 6325 მეთევზეობისა და თევზაობის გადამამუშავებელი კოოპერატივები
JSIC 871 სოფლის მეურნეობის, სატყეო და მეთევზეობის კოოპერატიული ასოციაციები, რომლებიც სხვაგან არ არიან კლასიფიცირებულნი
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და თევზჭერაში და მათთან დაკავშირებულ მომსახურებებში (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია იაპონიის გრაფიკის II დანართის No. 8 ჩანაწერში) იაპონიაში.
2
სექტორი:
ფინანსები
ქვესექტორი:
საბანკო საქმე
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 622 ბანკები, გარდა ცენტრალური ბანკისა
JSIC 631 ფინანსური ინსტიტუციები მცირე ბიზნესისთვის
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი ანაბრების დაზღვევის შესახებ (1971 წლის კანონი No. 34), მუხლი 2
აღწერილობა:
ანაბრების დაზღვევის სისტემა მოიცავს მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუციებს, რომელთა სათავო ოფისები მდებარეობს იაპონიის იურისდიქციაში. ანაბრების დაზღვევის სისტემა არ მოიცავს უცხოური ბანკების ფილიალების მიერ აღებულ დეპოზიტებს.
3
სექტორი:
გათბობის მიწოდება
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 3511 გათბობის მიწოდება
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიის გათბობით მომარაგების ინდუსტრიაში.
4
სექტორი:
ინფორმაცია და კომუნიკაციები
ქვესექტორი:
ტელეკომუნიკაციები
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 3700 სათავო ოფისები, ძირითადად, დაკავებული მენეჯერული საქმიანობით
JSIC 3711 რეგიონალური ტელეკომუნიკაციები, გარდა სადენიანი სამაუწყებლო ტელეფონებისა
JSIC 3731 ტელეკომუნიკაციასთან დაკავშირებული მომსახურება
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი „Nippon Telegraph and Telephone Corporation“-ის შესახებ და ა.შ. (1984 წლის კანონი No. 85), მე-6 და მე-10 მუხლები
აღწერილობა:
1. Nippon Telegraph and Telephone Corporation-ს არ შეუძლია სახელისა და მისამართის შეტანა თავის აქციონერთა რეესტრში, თუ (a) – (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ ხმის მიცემის უფლების თანაფარდობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით აღწევს ან აღემატება ერთ მესამედს:
ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;
უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი; და
უცხო ქვეყნის იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის სუბიექტი.
2. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა, ვერ დაიკავებს Nippon Telegraph and Telephone Corporation-ის, Nippon Telegraph and Telephone East Corporation-ის და Nippon Telegraph and Telephone West Corporation-ის დირექტორთა საბჭოს წევრის ან აუდიტორის თანამდებობას.
5
სექტორი:
ინფორმაცია და კომუნიკაციები
ქვესექტორი:
ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტმომსახურება
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 3711 რეგიონალური ტელეკომუნიკაციები, გარდა სადენიანი სამაუწყებლო ტელეფონებისა
JSIC 3712 საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაცია
JSIC 3713 სადენიანი სამაუწყებლო ტელეფონები
JSIC 3719 სხვადასხვა ფიქსირებული ტელეკომუნიკაციები
JSIC 3721 მობილური ტელეკომუნიკაცია
JSIC 4011 ვებპორტალის მომწოდებლები
JSIC 4012 გამოყენებითი პროგრამული მომსახურების მიმწოდებლები
JSIC 4013 ინტერნეტის მხარდაჭერის მომსახურება
შენიშვნა: JSIC 4011 ან 4012 ჩანაწერით გათვალისწინებული მოქმედებები შემოიფარგლება მხოლოდ იმ საქმიანობით, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ტელეკომუნიკაციების ბიზნესის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად (1984 წლის კანონი No. 86).
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27 და 28
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 და 4
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას იაპონიაში ტელეკომუნიკაციის და ინტერნეტმომსახურების სფეროში.
6
სექტორი:
წარმოება და ინფორმაცია და კომუნიკაციები
ქვესექტორი:
ელექტრონული ნაწილების, მოწყობილობებისა და ელექტრონული სქემების წარმოება და ინფორმაციული მომსახურებები
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 2814 ინტეგრირებული სქემები
JSIC 2831 ნახევარგამტარული მეხსიერების მოწყობილობა
JSIC 2832 ოპტიკური დისკები და მაგნიტური ფირები და დისკები
JSIC 2842 ელექტრონული სქემის განმახორციელებელი დაფა
JSIC 3011 სადენიანი საკომუნიკაციო მოწყობილობა
JSIC 3012 მობილური ტელეფონი და PHS
JSIC 3013 რადიოკავშირის მოწყობილობა
JSIC 3031 კომპიუტერი, გარდა პერსონალური კომპიუტერისა
JSIC 3032 პერსონალური კომპიუტერი
JSIC 3033 გარე საცავები
JSIC 3911 პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება შეკვეთით
JSIC 3912 ჩაშენებული პროგრამული მომსახურება
JSIC 3913 პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტით მომსახურება
JSIC 3921 მონაცემთა დამუშავების მომსახურება
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27 და 28
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 და 4
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ელექტრონული ნაწილების, მოწყობილობებისა და ელექტრონული სქემებისა და ინფორმაციული მომსახურების ინდუსტრიაში.
7
სექტორი:
წარმოება
ქვესექტორი:
წამლებისა და მედიკამენტების და სამედიცინო მოწყობილობების წარმოება
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 165 მედიკამენტები
JSIC 1653 ბიოლოგიური პრეპარატები
ფარმაცევტული შუალედური საშუალებები JSIC-ის E განყოფილებაში (წარმოება), რომლებიც ეხება JSIC 165-ს და 1653-ს.
JSIC 274 სამედიცინო ინსტრუმენტები და აპარატურა და სამედიცინო მასალები
JSIC 296 ელექტრონული მოწყობილობა
JSIC 2973 სამედიცინო საზომი ხელსაწყოები
შენიშვნა: ამ ჩანაწერის JSIC 165, 274, 296 ან 2973 კლასიფიციკაციაში მოცემული მოქმედებები შემოიფარგლება მხოლოდ ისეთი საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტების, მათი ფარმაცევტული შუალედური საშუალებებისა და სპეციალურად კონტროლირებადი სამედიცინო მოწყობილობების წარმოებასთან.
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც აწარმოებს ბიოლოგიურ პრეპარატებს, პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტებს, მათ ფარმაცევტულ შუალედურ საშუალებებს და სპეციალურად კონტროლირებად სამედიცინო აპარატებს თავის აქსესუარებთან ერთად და ასევე, სპეციალურად კონტროლირებადი სამედიცინო მოწყობილობების ან მათი აქსესუარების კომპონენტებს.
ამ ჩანაწერის მიზნებისათვის:
„ბიოლოგიური პრეპარატების წარმოების ინდუსტრია“ ეხება ეკონომიკურ საქმიანობას დაწესებულებაში, რომელიც აწარმოებს ვაქცინებს, შრატს, ტოქსოიდს, ანტიტოქსინს და ზემოხსენებული პროდუქტების ან სისხლის პროდუქტების მსგავს ზოგიერთ პრეპარატს;
„პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტები“ ნიშნავს ფარმაცევტულ პროდუქტებს, რომლებიც ჯგუფდებიან პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტების კატეგორიაში და რომელთა გაყიდვაზე თანხმობა მიღებულია იაპონიის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად; და
„სპეციალურად კონტროლირებადი სამედიცინო მოწყობილობები“ ნიშნავს სამედიცინო მოწყობილობებს, რომელთა გაყიდვაზე თანხმობა მიღებულია ან რომელთაც გაიარეს სერტიფიცირება, როგორც სპეციალურად კონტროლირებადმა სამედიცინო მოწყობილობებმა იაპონიის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
8
სექტორი:
წარმოება
ქვესექტორი:
ტყავისა და ტყავის ნაწარმის წარმოება
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 1189 ტექსტილის ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც არ შედიან სხვა ჯგუფში.
JSIC 1694 ჟელატინი და წებივანი მასალა
JSIC 192 რეზინის და პლასტმასის ფეხსაცმელი და მისი დამხმარე მასალა
JSIC 2011 ტყავის თრიმვლა და სუფთად დამუშავება
JSIC 2021 მექანიკური და სამრეწველო ტყავის ნაწარმი, გარდა ხელთათმანებისა და ცალთითა ხელთათმანებისა
JSIC 2031 ნაჭრები და დამხმარე მასალა ტყავის ფეხსაცმლისათვის
JSIC 2041 ტყავის ფეხსაცმელი
JSIC 2051 ტყავის ხელთათმანები და ცალთითა ხელთათმანები
JSIC 2061 ბარგი
JSIC 207 ხელჩანთები და მცირე ზომის ჩანთები
JSIC 2081 ბეწვის ტყავი
JSIC 2099 სხვადასხვა სათრიმლავი ტყავის ნაწარმი
JSIC 3253 სპორტული და ათლეტური საქონელი
შენიშვნა 1: JSIC 1189-ის ან 3253-ის ჩანაწერით გათვალისწინებული საქმიანობა შემოიფარგლება ტყავისა და ტყავის ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობით.
შენიშვნა 2: JSIC 1694-ის ჩანაწერით გათვალისწინებული საქმიანობა შემოიფარგლება ცხოველური წარმოშობის წებოს ((nikawa) და ჟელატინის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობით.
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ტყავისა და ტყავის ნაწარმის წარმოებაში.
9
სექტორი:
გემის სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული საკითხები
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი გემის შესახებ (1899 წლის კანონი No. 46), მუხლი პირველი
აღწერილობა:
იაპონიის სახელმწიფოებრივი კუთვნილება მიენიჭება გემს, რომლის მფლობელიც არის იაპონიის მოქალაქე ან იაპონიის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი კომპანია, რომლის ყველა წარმომადგენელი და ამ საქმის განმახორციელებელ აღმასრულებელთა არანაკლებ ორი მესამედი არიან იაპონიის მოქალაქეები.
10
სექტორი:
სამთო საქმე
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 05 ქვისა და მსხვილი ქვიშის მოპოვება და დამუშავება
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სამთო საქმის შესხებ (1950 წლის კანონი No. 289), მე-2 და მე-3 თავები
აღწერილობა:
მხოლოდ იაპონიის მოქალაქეს ან იაპონიის იურიდიულ პირს შეუძლია ჰქონდეს სამთომომპოვებლის უფლება ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე იჯარის უფლება.
11
სექტორი:
ნავთობის ინდუსტრია
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 053 ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის წარმოება
JSIC 1711 ნავთობის გადამუშავება
JSIC 1721 საპოხი ზეთები და საპოხი მასალები (რომელიც არ არის დამზადებული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში)
JSIC 1741 მოსაპირკეთებელი მასალები
JSIC 1799 სხვადასხვა ნავთობპროდუქტი და ქვანახშირის პროდუქტები
JSIC 4711 ჩვეულებრივი დასაწყობება, მაცივარში დასაწყობების გარდა
JSIC 4721 მაცივარში დასაწყობება
JSIC 5331 ნავთობი
JSIC 6051 ბენზინგასამართი სადგურები
JSIC 6052 საწვავის მარაგი, ბენზინგასამართი სადგურების გარდა
JSIC 9299 სხვადასხვა ბიზნესმომსახურება, რომელიც არ შედის სხვა ჯგუფში
შენიშვნა 1: საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია JSIC 1741, 1799, 4711, 4721 ან 6052 ჩანაწერით, შემოიფარგლება ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობით.
შენიშვნა 2: საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია JSIC 9299 ჩანაწერით, შემოიფარგლება თხევადი გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობით.
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიის ნავთობის ინდუსტრიაში. ყველა ორგანული ქიმიური ნივთიერება, როგორიცაა ეთილენი, ეთილენგლიკოლი და პოლიკარბონატები, არ ხვდება ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის ფარგლებში. შესაბამისად, სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინება არ არის საჭირო ამ პროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებისათვის.
12
სექტორი:
უსაფრთხოების დაცვის სამსახურები
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 923 უსაფრთხოების დაცვის სამსახურები
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიის უსაფრთხოების დაცვის სამსახურებში.
13
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
საჰაერო ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 4600 სათავო ოფისები, ძირითადად, მონაწილეობენ მმართველობაში
JSIC 4611 საჰაერო ტრანსპორტი
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
სამოქალაქო აერონავტიკის კანონი (1952 წლის კანონი No. 231), მე-7 და მე-8 თავები
აღწერილობა:
სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესში.
მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ნებართვა, როგორც იაპონიის ავიაგადამზიდველის მიერ საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის წარმოებაზე, არ ეძლევა ნებართვის მაძიებელ შემდეგ ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს:
ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;
უცხო ქვეყნის დაწესებულებას ან უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებას ან მასთან გათანაბრებულ დაწესებულებას;
იურიდიულ პირს ან სხვა სუბიექტს, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და
იურიდიულ პირს, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიულ პირს, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიულ პირს, რომელიც ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.
იმ შემთხვევაში, თუ ავიაგადამზიდველი ხდება ფიზიკური პირი ან სუბიექტი, რომელიც მითითებულია (a) – (d) ქვეპუნქტებში, ნებართვა კარგავს თავის ძალას. ნებართვის მიღების პირობები ასევე ვრცელდება კომპანიებზე, როგორიცაა ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვნად აკონტროლებენ საჰაერო გადამზიდავებს.
იაპონიის საჰაერო გადამზიდავს ან კომპანიას, რომელიც მნიშვნელოვნად აკონტროლებს ისეთ საჰაერო გადამზიდავებს, როგორიცაა ჰოლდინგური კომპანია, შეუძლია უარყოს მოთხოვნა 2 (a) – 2 (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირისგან ან სუბიექტისგან, რომელიც ფლობს ინვესტიციებს ამ საჰაერო გადამზიდავის ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში, მისი სახელწოდების და მისამართის აქციონერთა რეესტრში შეტანის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საჰაერო გადამზიდავი ან კომპანია გახდება იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია მე-2 (d) ქვეპუნქტში, ამგვარი მოთხოვნის მიღებით.
უცხოური ავიაგადამზიდველები ვალდებულნი არიან მიიღონ მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ნებართვა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის წარმოებისათვის.
საზღვარგარეთის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ნებართვა საჭიროა უცხოური საჰაერო ხომალდების გამოყენებისთვის მგზავრების ან ტვირთების საჰაერო გადაზიდვის მიზნით იაპონიაში ან იაპონიიდან ანაზღაურების სანაცვლოდ.
უცხოური თვითმფრინავი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იაპონიის პუნქტებს შორის ფრენისთვის.
14
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
საჰაერო ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 4600 სათავო ოფისები, რომლებიც ძირითადად მონაწილეობენ მმართველობაში
JSIC 4621 საჰაერო ხომალდის მომსახურება, საჰაერო ტრანსპორტის გარდა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
სამოქალაქო აერონავტიკის კანონი (1952 წლის კანონი No 231), მე-7 და მე-8 თავები
აღწერილობა:
სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში საჰაერო ბიზნესში.
მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის მიერ საჰაერო ბიზნესის წარმართვაზე ნებართვა არ გაიცემა შემდეგ ფიზიკურ პირებზე ან ნებართვის მაძიებელ სუბიექტებზე:
ფიზიკურ პირზე, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;
უცხო ქვეყანაზე ან უცხო ქვეყნის საჯარო პირზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე;
იურიდიულ პირზე ან სხვა სუბიექტზე, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და
იურიდიულ პირზე, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიულ პირზე, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიულ პირზე, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.
იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომელიც ეწევა საჰაერო საქმიანობას, ხდება (a) – (d) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირი ან სუბიექტი, ნებართვა კარგავს თავის ძალამოსილებას. ნებართვის მიღების პირობები ასევე ვრცელდება კომპანიებზე, როგორიცაა ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვნად აკონტროლებენ საჰაერო სამუშაოებით დაკავებულ პირს.
უცხოური თვითმფრინავი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იაპონიის პუნქტებს შორის ფრენისთვის.
15
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
თვითმფრინავების რეგისტრაცია ეროვნულ რეესტრში
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
სამოქალაქო აერონავტიკის კანონი (1952 წლის კანონი No. 231), მე-2 თავი
აღწერილობა:
საჰაერო ხომალდი, რომელსაც ფლობს რომელიმე შემდეგი ფიზიკური პირი ან სუბიექტი, არ შეიძლება იყოს რეგისტრირებული ეროვნულ რეესტრში:
ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;
უცხო ქვეყანა ან უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულება ან მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და
იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიული პირი, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიული პირი, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.
დაუშვებელია უცხოური თვითმფრინავის რეგისტრაცია ეროვნულ რეესტრში.
16
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
სატვირთო ექსპედირების ბიზნესი (საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით საექსპედიტორო ბიზნესის გარდა)
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 4441 შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტი
JSIC 4821 სატვირთო ტრანსპორტი, გარდა შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტისა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ (1989 წლის კანონი No. 82), თავები 2-4
სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ კანონის სააღსრულებო რეგულაცია (1990 წლის ტრანსპორტის სამინისტროს მინისტრთა განკარგულება No. 20)
აღწერილობა:
შემდეგი ფიზიკური პირები ან სუბიექტები უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი, ნებართვის ან თანხმობის მისაღებად, მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრთან საერთაშორისო გადაზიდვების გამოყენებით სატვირთო ექსპედირების საქმიანობის წარმართვისთვის. ასეთი რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ან ასეთი ნებართვა ან თანხმობა გაიცემა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე:
ფიზიკურ პირზე, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;
უცხო ქვეყანაზე ან უცხო ქვეყნის საჯარო პირზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე;
იურიდიულ პირზე ან სხვა სუბიექტზე, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და
იურიდიულ პიზე, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიულ პირზე, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიულ პირზე, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.
17
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
სატვირთო ექსპედირების ბიზნესი (მხოლოდ სატვირთო ექსპედირების ბიზნესი საჰაერო ტრანსპორტირების გამოყენებით)
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 4441 შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტი
JSIC 4821 სატვირთო ტრანსპორტი, გარდა შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტისა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ (1989 წლის კანონი No. 82), თავები 2-4
სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ კანონის სააღსრულებო რეგულაცია (1990 წლის ტრანსპორტის სამინისტროს მინისტრთა განკარგულება No. 20)
აღწერილობა:
შემდეგ ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს ეკრძალებათ სატვირთო ექსპედირების საქმიანობა საჰაერო ტრანსპორტირების გამოყენებით იაპონიის პუნქტებს შორის:
ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;
უცხო ქვეყანა ან უცხო ქვეყნის საჯარო პირი ან მასთან გათანაბრებული სუბიექტი;
იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და
იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიული პირი, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიული პირი, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.
პირველ პუნქტში მითითებულ ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ან მიიღონ ნებართვა ან თანხმობა მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრისგან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების გამოყენებით სატვირთო ექსპედირების საქმიანობაზე. ასეთი რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ან ასეთი ნებართვა ან თანხმობა გაიცემა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
18
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
სარკინიგზო ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 421 სარკინიგზო ტრანსპორტი
JSIC 4851 სარკინიგზო ობიექტების მომსახურება
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში სარკინიგზო ტრანსპორტის ინდუსტრიაში.
სარკინიგზო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის სატრანსპორტო საშუალებების ან ნაწილების და კომპონენტების წარმოება არ შედის სარკინიგზო ტრანსპორტის ინდუსტრიაში. შესაბამისად, სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინება არ არის საჭირო ამ პროდუქციის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებისათვის.
19
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
საგზაო სამგზავრო ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 4311 ომნიბუსის ოპერატორები
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ომნიბუსების ინდუსტრიაში.
ავტომობილების ან ნაწილების და კომპონენტების წარმოება ომნიბუსის ინდუსტრიისთვის არ შედის ომნიბუსების ინდუსტრიაში. შესაბამისად, სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინება არ არის საჭირო ამ პროდუქციის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებისათვის.
20
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
წყლის ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 452 სანაპირო ზოლის ტრანსპორტი
JSIC 453 შიდა წყალის ტრანსპორტი
JSIC 4542 სანაპირო ზოლის გემის იჯარა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში წყლის ტრანსპორტის ინდუსტრიაში. მეტი დამაჯერებლობისთვის, „წყლის ტრანსპორტის ინდუსტრია“ გულისხმობს საოკეანო და საზღვაო ტრანსპორტს, სანაპირო ზოლის ტრანსპორტს (ე.ი. საზღვაო ტრანსპორტს იაპონიის პორტებს შორის), შიდა წყლის ტრანსპორტსა და გემების საიჯარო ინდუსტრიას. ამასთან, საოკეანო და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრია და გემების საიჯარო ინდუსტრია, სანაპირო ზოლის გემის იჯარის ინდუსტრიის გამოკლებით, გათავისუფლებულია წინასწარი შეტყობინების მოთხოვნისგან სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად.
21
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
წყლის ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
ზომები:
კანონი გემის შესახებ (1899 წლის კანონი No. 46), მუხლი 3
აღწერილობა:
თუ სხვა რამ არ არის მითითებული იაპონიის კანონებსა და რეგულაციებში ან საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომელთა მხარეც არის იაპონია, გემებს, რომლებიც იაპონიის დროშით არ ნაოსნობენ, ეკრძალებათ იაპონიის პორტებში შესვლა, რომლებიც დახურულია საგარეო ვაჭრობისთვის და ტვირთების გადასატანად ან მგზავრების გადასაყვანად პორტებს შორის იაპონიაში.
22
სექტორი:
წყალმომარაგება და წყალსადენები
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 3611 წყალი საბოლოო მომხმარებლებისთვის, გარდა სამრეწველო მომხმარებლებისა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
აღწერილობა:
წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში წყალმომარაგებისა და წყალსადენის ინდუსტრიაში.
23
სექტორი:
აეროკოსმოსური ინდუსტრია
ქვესექტორი:
თვითმფრინავების წარმოება და რემონტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 16 ქიმიური და მონათესავე პროდუქტების წარმოება
JSIC 18 პლასტმასის ნაწარმის წარმოება, თუ სხვაგვარად არ არის კლასიფიცირებული
JSIC 19 რეზინის ნაწარმის წარმოება
JSIC 21 კერამიკის, ქვის და თიხის ნაწარმის წარმოება
JSIC 23 ფერადი ლითონებისა და პროდუქციის წარმოება
JSIC 24 მზა ლითონის ნაწარმის წარმოება
JSIC 25 ზოგადი დანიშნულების მანქანების წარმოება
JSIC 27 ბიზნესზე ორიენტირებული დანადგარების წარმოება
JSIC 28 ელექტრონული ნაწილები, მოწყობილობები და ელექტრონული სქემები
JSIC 29 ელექტრომანქანების, მოწყობილობებისა და მასალების წარმოება
JSIC 30 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობების წარმოება
JSIC 31 სატრანსპორტო აღჭურვილობის წარმოება
JSIC 39 საინფორმაციო მომსახურება
JSIC 90 მანქანების, ა.შ. სარემონტო მომსახურება, თუ სხვაგვარად არ არის კლასიფიცირებული
შენიშვნა: JSIC 16, 18, 19, 21, 23, 24, 25, 27, 28, 29, 30, 31, 39 ან 90 ჩანაწერით გათვალისწინებული საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ კოსმოსური ინდუსტრიის საქმიანობით.
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27, 28 და 30
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 – 5
კანონი ავიამშენებლობის შესახებ (1952 წლის კანონი No. 237), მუხლები 2 – 5
აღწერილობა:
სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში საჰაერო ინდუსტრიაში.
რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ ხელშეკრულება საჰაერო ინდუსტრიასთან დაკავშირებით ექვემდებარება წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად.
ამ სექტორებში მწარმოებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის მინიჭებული ლიცენზიების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს.
საწარმო, რომელიც აპირებს საჰაერო ხომალდის წარმოებას და სარემონტო მომსახურების მიწოდებას, ვალდებულია შექმნას ქარხანა, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის წარმოებასთან ან შეკეთებასთან, იაპონიის კანონებისა და წესების შესაბამისად.
საქართველოს განრიგი
1
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
ზომები:
საქართველოს კონსტიტუცია (2017 წლის 13 ოქტომბრის ცვლილება), მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი
საქართველოს ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ (25 ივნისი, 2019)
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ (21 ივლისი, 2010)
საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ (25 ივნისი, 2019)
აღწერილობა:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში მისი კერძო სამართლის შესაბამისად.
2
სექტორი:
თევზჭერა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2
A 03.1 – თევზჭერა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
საქართველოს მთავრობის დადგენილება No. 138, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ (11 აგვისტო, 2005), მე-4 მუხლი
აღწერილობა:
თევზჭერის ლიცენზიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.
3
სექტორი:
სოფლის მეურნეობა
ქვესექტორი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (12 ივლისი, 2013)
აღწერილობა:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი.
ასოცირებული წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით.
ასოცირებული წევრი უფლებამოსილია მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში.
ასოცირებული წევრი არ არის უფლებამოსილი უშუალოდ იყოს ჩართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
4
სექტორი:
ფინანსური მომსახურება – დაზღვევა
ქვესექტორი:
ყველა სადაზღვევო და დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2
K 65 – დაზღვევა, გადაზღვევა და საპენსიო ფონდების საქმიანობები სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების გარდა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
ზომები:
საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (2 მაისი, 1997), მუხლები 2, 7 და 22
აღწერილობა:
ქვემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს აქვთ უფლება საქართველოში განახორციელონ მხოლოდ იმგვარი სადაზღვევო საქმიანობები, როგორიცაა სიცოცხლის დაზღვევა, დაზღვევა (ნივთის) და / ან გადაზღვევა:
იურიდიული პირი, რეგისტრირებული, როგორც სააქციო საზოგადოება საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და ლიცენზირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ;
ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც დაფუძნებულია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევი კომპანიების მიერ. ასეთ ფილიალს შეუძლია საქართველოში აწარმოოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სადაზღვევო საქმიანობა მისი დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანიის ლიცენზიის საფუძველზე, საქართველოში სხვა ლიცენზიის მიღების ვალდებულების გარეშე. ამრიგად, სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებლის ლიცენზიას აქვს იგივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას და არავის აქვს უფლება ფილიალს (წარმომადგენლობას) მოსთხოვოს შესაბამისი ლიცენზიის მიღება.
5
სექტორი:
საფინანსო მომსახურებები – დაზღვევა
ქვესექტორი:
სადაზღვევო ფონდების დამხმარე მომსახურებები (სადაზღვევო ბროკერისა და სადაზღვევო სააგენტოს მომსახურებების ჩათვლით)
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2
K 66.1 – საფინანსო მომსახურების დამხმარე საქმიანობები, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების გარდა
K 66.2 – სადაზღვევო და საპენსიო ფონდების დამხმარე საქმიანობები
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (2 მაისი, 1997), მუხლი 7
აღწერილობა:
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი სადაზღვევო საბროკერო საქმიანობას ახორციელებს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით.
6
სექტორი:
მაუწყებლობა
ქვესექტორი:
საეთერო მაუწყებლობა
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2
J 60 – პროგრამირების შექმნის და ტელერადიომაუწყებლობის საქმიანობები
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
ზომები:
საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, (23 დეკემბერი, 2004) მუხლები 37 და 43
აღწერილობა:
ლიცენზიის მფლობელი და/ან ავტორიზებული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ქვემოთ აღწერილი მაუწყებლობის ტიპები, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი:
რადიომაუწყებლობა
რადიომაუწყებლობისთვის ლიცენზია საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მაუწყებლობის გადამცემი იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს.
სატელევიზიო მაუწყებლობა
სატელევიზიო მაუწყებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ექვემდებარება ავტორიზაციას. სატელევიზიო მულტიპლექსის პლატფორმის შექმნა საჭიროებს ლიცენზიას.
დანართი II
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული
შეუსაბამო ზომები
1. ხელშემკვრელი მხარის განრიგი, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგენს სპეციფიურ სექტორებს, ქვესექტორებს ან საქმიანობებს, რომელთათვისაც ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოიყენოს არსებული ან მიიღოს ახალი ან უფრო მკაცრი ზომები, რომლებიც არ შეესაბამება დაკისრებულ ვალდებულებებს:
მე-2 მუხლით;
მე-3 მუხლით; ან
მე-6 მუხლით.
2. განრიგის თითოეულ ჩანაწერში მოცემულია შემდეგი ნაწილები:
„სექტორი“ ნიშნავს სექტორს, რომლისთვისაც კეთდება ჩანაწერი;
„ქვესექტორი“, სადაც მითითებულია, ეხება კონკრეტულ ქვესექტორს, რომლისთვისაც გაკეთებულია ჩანაწერი;
„ინდუსტრიის კლასიფიკაცია“, სადაც მითითებულია და მხოლოდ გამჭვირვალეობის მიზნით, გულისხმობს შეუსაბამო ზომებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინდუსტრიის დარგობრივი კლასიფიკაციის ადგილობრივი ან საერთაშორისო კოდების შესაბამისად;
„დაკისრებული ვალდებულებები“ განსაზღვრავს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება ჩანაწერებში ჩამოთვლილ სექტორებზე, ქვესექტორებზე ან საქმიანობებზე;
„აღწერა“ ადგენს იმ სექტორების, ქვესექტორების ან საქმიანობის სფეროს ან ხასიათს, რომელიც მოცემულია ჩანაწერში; და
„არსებული ზომები“, სადაც ეს მითითებულია, განსაზღვრავს გამჭვირვალობის მიზნებისათვის არსებული ზომების ამოუწურავ ჩამონათვალს, რომლებიც ეხება სექტორებს, ქვესექტორებს ან საქმიანობას, რომელიც მოცემულია ჩანაწერში.
3. ჩანაწერის ინტერპრეტაციისას გათვალისწინებული იქნება ჩანაწერის ყველა ნაწილი. ხოლო „ზომების“ ნაწილი სარგებლობს უპირატესობით ყველა სხვა ნაწილთან მიმართებით.
4. ამ დანართის მიზნებისათვის:
(a) ტერმინი „JSIC“ ნიშნავს იაპონიის სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციას, რომელიც დადგენილია იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ და შესწორებულია 2013 წლის 30 ოქტომბერს; და
(b) ტერმინი „CPC“ ნიშნავს ძირითადი პროდუქტების დროებით კლასიფიკაციას (სტატისტიკური დოკუმენტების სერია M No. 77, საერთაშორისო ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი, გაეროს სტატისტიკური სამსახური, ნიუ-იორკი, 1991 წ.).
იაპონიის განრიგი1
1
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
სახელმწიფო საწარმოში ან სამთავრობო სუბიექტში საკუთარი კაპიტალის ინტერესების ან მათი აქტივების გადაცემის ან განკარგვისას იაპონია უფლებას იტოვებს:
აკრძალოს ან დააწესოს შეზღუდვები საქართველოს ინვესტორების მიერ ამგვარი პროცენტების ან აქტივების საკუთრებაზე ან მათ ინვესტიციებზე;
დააწესოს შეზღუდვები საქართველოს ინვესტორების ან მათი ინვესტიციების, როგორც ამგვარი ინტერესების ან აქტივების მფლობელების შესაძლებლობაზე, აკონტროლონ წარმოქმნილი საწარმო ან
მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება რომელიმე წარმოქმნილი საწარმოს აღმასრულებელი დირექტორების, მენეჯერების ან დირექტორთა საბჭოს წევრების მოქალაქეობას.
არსებული ზომები:
2
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს სატელეგრაფო მომსახურებებში, ფსონების და სათამაშო მომსახურებებში, თამბაქოს ნაწარმის წარმოებაში, იაპონიის ბანკის ბანკნოტების დამზადებაში, მონეტების გამოშვებასა და გაყიდვაში იაპონიაში.
არსებული ზომები:
3
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც სთავაზობს დიფერენცირებულ რეჟიმს ქვეყნებს ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს:
ავიაციას;
თევზჭერას; ან
საზღვაო საკითხებს, სამაშველო საქმიანობის ჩათვლით.
არსებული ზომები:
4
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის (მუხლი 3)
აღწერილობა
ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი შესაძლებელია არ მიენიჭოს საქართველოს ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებს სუბსიდიებთან მიმართებით.
არსებული ზომები:
5
სექტორი:
აეროკოსმოსური ინდუსტრია
ქვესექტორი:
კოსმოსური ინდუსტრია
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს კოსმოსურ ინდუსტრიაში.
არსებული ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27, 28 და 30
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 – 5
6
სექტორი:
იარაღის და ფეთქებადი მასალების ინდუსტრია
ქვესექტორი:
იარაღის ინდუსტრია
ფეთქებადი მასალების ინდუსტრია
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა იარაღის მრეწველობასა და ფეთქებადი მასალების მრეწველობაში ინვესტიციებთან დაკავშირებით.
არსებული ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No 228), მუხლები 27, 28 და 30
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No261), მუხლები 3 – 5
7
სექტორი:
ენერგია
ქვესექტორი:
ელექტროენერგეტიკა
ბუნებრივი აირის ინდუსტრია
ბირთვული ენერგიის ინდუსტრია
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოთვლილია „ქვესექტორის“ ნაწილში.
არსებული ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27, 28 და 30
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 – 5
8
სექტორი:
თევზჭერა
ქვესექტორი:
თევზჭერა ტერიტორიულ ზღვაში, შიდა წყლებში, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 031 საზღვაო თევზჭერა
JSIC 032 შიდა წყლის თევზჭერა
JSIC 041 საზღვაო აკვაკულტურა
JSIC 042 შიდა წყლის აკვაკულტურა
JSIC 8093 სამოყვარულო თევზჭერის სახელმძღვანელო მითითებები
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს თევზჭერის საქმეში ტერიტორიულ ზღვაში, შიდა წყლებში, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და იაპონიის კონტინენტურ შელფზე.
ამ ჩანაწერის მიზნებისათვის ტერმინი „თევზჭერა“ ნიშნავს წყლის რესურსების ამოღებას და დამუშავებას, თევზჭერასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობების ჩათვლით:
წყლის რესურსების გამოკვლევა ასეთი რესურსების ამოღების გარეშე;
წყლის რესურსების მოზიდვა;
დაჭერილი თევზის შენარჩუნება და დამუშავება;
დაჭერილი თევზის და თევზის პროდუქციის ტრანსპორტირება; და
თევზჭერისთვის გამოყენებული სხვა ხომალდებისათვის მარაგების მიწოდება.
არსებული ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თევზჭერის საქმიანობის რეგულირების შესახებ (1967 წლის კანონი No. 60), მუხლები 3, 4 და 6
კანონი ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში თევზჭერის სფეროში სუვერენული უფლებების განხორციელების შესახებ (1996 წლის კანონი No. 76), მუხლები 4, 5, 7-12 და 14
9
სექტორი:
ინფორმაცია და კომუნიკაციები
ქვესექტორი:
მაუწყებლობა
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 380 დაწესებულებები, რომლებიც ეწევიან ადმინისტრაციულ ან დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას
JSIC 381 საზოგადოებრივი მაუწყებელი, საკაბელო მაუწყებლობის გამოკლებით
JSIC 382 კერძო მაუწყებლობა, საკაბელო მაუწყებლობის გამოკლებით
JSIC 383 საკაბელო მაუწყებლობა
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია იტოვებს უფლებას მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება სამაუწყებლო სფეროში ინვესტიციას.
არსებული ზომები:
კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27
კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3
კანონი რადიოს შესახებ (1950 წლის კანონი No. 131), მე-2 თავი
კანონი მაუწყებლობის შესახებ (1950 წლის კანონი No. 132), მე-5 და მე-8 თავები
10
სექტორი:
მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგება
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
აღწერილობა
იაპონიაში მიწის ნაკვეთების შეძენაზე ან იჯარით აღებაზე შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.
არსებული ზომები:
კანონი უცხო ქვეყნის მიწის შესახებ (1925 წლის კანონი No. 42), მუხლი 1
11
სექტორი:
საჯარო სამართალდამცავი და გამასწორებელი მომსახურებები და სოციალური მომსახურებები
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ეხება ინვესტიციებს საჯარო სამართალდამცავ და გამასწორებელ და ისეთ სოციალურ სამსახურებში, როგორიცაა შემოსავლის დაცვა ან დაზღვევა, სოციალური დაცვა ან დაზღვევა, სოციალური კეთილდღეობა, სახელმწიფო სწავლება, ჯანდაცვა, ბავშვზე ზრუნვა და სახელმწიფო საცხოვრებელი.
არსებული ზომები:
12
სექტორი:
ტრანსპორტი
ქვესექტორი:
საჰაერო ტრანსპორტი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა აეროპორტებში ან აეროპორტის ექსპლუატაციის მომსახურებაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ამ ჩანაწერის მიზნებისათვის ტერმინი „აეროპორტის ექსპლუატაციის მომსახურება“ ნიშნავს საჰაერო ტერმინალის, აეროდრომის და აეროპორტის დანარჩენი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის მომსახურების მიწოდებას საფასურის ან ხელშეკრულების საფუძველზე. აეროპორტის ექსპლუატაციის სერვისებში არ შედის საჰაერო ნავიგაციის მომსახურება.
არსებული ზომები:
13
სექტორი:
განათლებისა და სწავლების მხარდაჭერა
ქვესექტორი:
დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო მომსახურება
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
JSIC 811 საბავშვო ბაღები
JSIC 812 დაწყებითი სკოლები
JSIC 813 უმცროსი საშუალო კლასები
JSIC 814 ზედა საფეხურის საშუალო სკოლები, საშუალო სკოლები
JSIC 815 სპეციალური საგანმანათლებლო სკოლები
JSIC 819 ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და მოვლის ინტეგრირებული ცენტრები
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ღონისძიება დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო მომსახურებაში ინვესტიციებთან დაკავშირებით.
არსებული ზომები:
განათლების ძირითადი კანონი (2006 წლის კანონი No. 120), მე-6 მუხლი
სასკოლო განათლების კანონი (1947 წლის კანონი No. 26), მე-2 მუხლი
კანონი კერძო სკოლის შესახებ (1949 წლის კანონი No. 270), მე-3 მუხლი
კანონი სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლებასთან, ბავშვზე ზრუნვასთან და სხვ. დაკავშირებული ყოვლისმომცველი მომსახურების განვითარების შესახებ (2006 წლის კანონი No. 77)
14
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციას ინდუსტრიებში, რომლებიც განსხვავებულია აღიარებული მომსახურეობებისგან ან განსხვავებულია იმ მომსახურეობებისგან, რომლებიც უნდა ეღიარებინა იაპონიის მთავრობას ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული პირობების გათვალისწინებით.
ნებისმიერი ინდუსტრია, რომელიც სრულად და პირდაპირ კლასიფიცირებულია JSIC-ში ან CPC-ში, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს უნდა იქნეს აღიარებული იაპონიის მთავრობის მიერ ამ დღეს.
იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციას იმ მომსახურებაში, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით შეუსრულებადი იყო ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის.
არსებული ზომები:
საქართველოს განრიგი
1
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
აღწერილობა:
საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელმაც შესაძლოა არ მიანიჭოს იაპონიის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს ეროვნული რეჟიმი ან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი სუბსიდიებსა და გრანტებთან მიმართებით, მათ შორის, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სესხების, გარანტიებისა და დაზღვევის ჩათვლით, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
არსებული ზომები:
2
სექტორი:
ყველა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა:
საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც მითითებულია მის ჰორიზონტალურ ვალდებულებებში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მომსახურებების სპეციფიკური ვალდებულებების გრაფიკში (GATS/SC/129, 2000 (I ჰორიზონტალური ვალდებულებები)).
არსებული ზომები:
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების მომსახურების სპეციფიკური ვალდებულებების გრაფიკი (GATS / SC / 129,2000 (I ჰორიზონტალური ვალდებულებები))
3
სექტორი:
საჯარო სამართალდამცავი და გამასწორებელი მომსახურებები და სოციალური მომსახურებები
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა:
საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს საჯარო სამართალდამცავ და გამასწორებელ სამსახურებში, სამედიცინო სამსახურებსა და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვაში, იმ პირობით, რომ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
არსებული ზომები:
4
სექტორი:
მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო საქმიანობა
ქვესექტორი:
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციასთან მშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ საინჟინრო საქმიანობაში, რომ მთლიანი პერსონალის არანაკლებ 50 პროცენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
არსებული ზომები:
5
სექტორი:
ტურიზმი
ქვესექტორი:
ტურისტული გიდები
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს და სალიცენზიო მოთხოვნებსა და პროცედურებს ტურისტული გიდებისა და გიდის მომსახურებისათვის.
არსებული ზომები:
6
სექტორი:
ელექტროენერგეტიკა და ენერგეტიკა
ქვესექტორი:
ელექტროენერგია, გაზი და ნავთობი
ინდუსტრიის კლასიფიკაცია:
დაკისრებული ვალდებულებები:
ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)
შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)
აღწერილობა
საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ეხება ელექტროენერგეტიკისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს, რომლებიც ჩამოთვლილია „ქვესექტორის“ ნაწილში.
არსებული ზომებ