(1) ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავის მოგვარების მიზნით, შეძლებისდაგვარად უნდა გაიმართოს მოლაპარაკება ან კონსულტაციები. დავის ამ გზით მოგვარების წარუმატებლობის შემთხვევაში ინვესტორს შეუძლია თავისი არჩევანის თანახმად დავა გადასაწყვეტად გადასცეს:
ა) დავის მონაწილე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალს;
ბ) დავის მოგვარების ადრინდელი პროცედურის შესაბამისად; ან
გ) ამ მუხლის შესაბამისად;
I) საინვესტიციო დავის მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ცენტრი), რომელიც შეიქმნა სახელმწიფოებსა და მეორე სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავის მოგვარების შესახებ კონვენციის საფუძველზე („ICSID კონვენცია“), თუ ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე და დავის მონაწილე ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენენ ICSID კონვენციის მხარეებს;
II) ცენტრის სამდივნოს მიერ საქმეთა ადმინისტრირების დამატებითი საშუალებების მმართველი წესების ცენტრს, ან ინვესტორის ხელშემკვრელ მხარეს ან დავის მონაწილე ხელშემკვრელ მხარეს, მაგრამ ორივე არ წარმოადგენს „ICSID კონვენციის“ მხარეს;
III) ცალკეულ არბიტრს ან სპეციალურ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის კანონის შესახებ გაერთიანებული ერების კომისიის საარბიტრაჟო წესების თანახმად („UNCITRAL“);
IV) საერთაშორისო სავაჭრო პალატას, სადაც დავას გადაწყვეტს ერთი არბიტრი ან სპეციალური ტრიბუნალი, შექმნილი საარბიტრაჟო წესების თანახმად.
(1) ამ შეთანხმების 1 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის თანახმად, დავა შეიძლება გადასაწყვეტად გადაეცეს დავის მეორე მონაწილე ხელშემკვრელი მხარისათვის ამ განზრახვის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 50 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი წლისა იმ დღიდან, როდესაც ინვესტორს პირველად აცნობეს დავის გამომწვევი მოვლენების შესახე