(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დროულად უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციასთან დაკავშირებული გადახდის თავისუფალ ტრანსფერტს თავის ტერიტორიაზე ან მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, ასეთი ტრანსფერტი ეხება;

) საწყის კაპიტალს და დამატებით თანხებს ინვესტიციის განმტკიცებისა და გაზრდის მიზნით;

ბ) შემოსავლებს;

გ) გადასახდელს, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტის თანახმად არსებულ სესხებთან;

დ) ინვესტიციის მთლიანად ან მისი ნაწილის გაყიდვის ან ლიკვიდაციის შედეგად ამონაგებ თანხებს;

ე) მე-5 და მე-6 მუხლში აღნიშნული კომპენსაციის გადახდას;

ვ) დავის მოგვარების შედეგად მიღებულ თანხებს;

ზ) ინვესტიციასთან დაკავშირებით საზღვარგარეთიდან დაქირავებული პერსონალის ანაზღაურების თანხებს და სხვა სახის შემოსავალს;

(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ასეთი ტრანსფერტის განხორციელებას თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, იმ ბაზრის გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომელიც დომინირებს ტრანსფერტის განხორციელების თარიღისათვის იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომლიდანაც ხორციელდება ტრანსფერტი. ბანკის საკომისიო თანხა მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისათვის.

(3) უცხოური ვალუტის ბაზრის უქონლობის შემთხვევაში, გადახდა ხდება ვალუტის კონვერტირების არსებული კურსით „სესხების სპეციალური უფლებების“ თანახმად.

(1) წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეზღუდოს ნატურით შემოსავლის ტრანსფერტი იმ შემთხვევაში, თუ GATT 1994-ის თანახმად ხელშემკვრელ მხარეს უფლება ეძლევა შეზღუდოს ან აკრძალოს იმ პროდუქციის ექსპორტი ან გაყიდვა, რომელიც წარმოადგენს ნატურით შემოსავალს, თუმცა ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნატურით შემოსავლის ტრანსფერტი განხორციელდეს იმ საშუალებით, რომელიც ნებადართულია და განსაზღვრულია საინვესტიციო შეთანხმებით ან სხვა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც დადებულია ამ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის.

(2) 1-ლი-მე-4 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეაჩეროს ტრანსფერტის პროცესი, რისთვისაც გამოიყენებს სამართლიან, არადისკრიმინაციულ და კეთილსინდისიერ ზომებს კრედიტორთა უფლებების დაცვის მიზნით. აღნიშნული ზომები დაკავშირებული უნდა იყოს ან უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისობას კანონებთან და წესებთან ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსებისა და წარმოებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ვაჭრობის და გარიგების შესახებ. იგივე ეხება ტრანსფერტთან დაკავშირებულ ანგარიშებს, ჩანაწერებს ან კრიმინალურ დანაშაულს, ადმინისტრაციულ და სასამართლო საქმეში საგადასახადო საკითხების, განკარგულებების და სასამართლო გადაწყვეტილებების ან სასამართლო გადაწყვეტილებების ჩათვლით. ზემოაღნიშნული განხორციელდება იმ პირობით, თუ ამგვარი ზომებისა და მათი გამოყენების საფუძველზე ხელშემკვრელი მხარე თავს არ აარიდებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მისი ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულება