(1) თუ ორივე ხელშემკვრელი მხარის კანონის დებულებები ან საერთაშორისო ველდებულებები, რომლებიც ამჟამად არსებობს ან შესაბამისად წინამდებარე შეთანხმებაში ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიტანეს, მოიცავს დებულებას, ზოგადს თუ კონკრეტულს, რომლის თანახმადაც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს ენიჭებათ უფრო ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ამ შეთანხმებით არის გათვალისწინებული, მაშინ ასეთი დადგენილება, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უფრო ხელსაყრელია, სარგებლობს უპირატესობით აღნიშნულ შეთანხმებასთან შედარებით.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ნებისმიერ სხვა ვალდებულებას, რომელიც მას აქ ეკისრება მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან დაკავშირები