(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ან, სხვაგვარად, საჭიროს გახდის თავის კანონებს, წესებს, პროცედურებს, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ შეთანხმების განხორციელებაზე.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოეხმაურება კონკრეტულ შეკითხვებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელ მხარეს 1-ლ პუნქტში მითითებული საკითხების შესახებ ინფორმაციით.
(3) არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ მოეთხოვება წარადგინოს ან ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ ინვესტორებთან ან ინვესტიციებთან, და რომლის გახმაურება ხელს შეუშლის კანონის მოქმედებას ან არ შეესაბამება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს, რომლებიც ითვალისწინებენ კონფიდენციალურობა