ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
(1) „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი“ გულისხმობს:
a) ფიზიკურ პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, ითვლება მის მოქალაქედ; ან
b) საწარმოს, რომელიც დაფუძნებული ან შექმნილია ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და აპირებს ან უკვე მოახდინა ინვესტიცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
(2) „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია“ გულისხმობს ყველა სახის ქონებას, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით ფლობს ან აკონტროლებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კერძოდ:
a) საწარმოს, რომელიც დაფუძნებული ან შექმნილია პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად;
b) აქციებს, წილობრივ კაპიტალს ან „a“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საწარმოში მონაწილეობის სხვა ფორმას და აქედან გამომდინარე უფლებებს;
c) ობლიგაციებს, დებენტურებს, სესხებს და სხვა სახის დავალიანებებს და აქედან გამომდინარე უფლებებს;
d) კონტრაქტებით, მათ შორის, სრულფასოვან ჩაბარებასთან, კონსტრუქციასთან, მენეჯმენტთან, წარმოებასთან ან შემოსავლის განაწილებასთან დაკავშირებული კონტრაქტებით გათვალისწინებულ უფლებებს;
e) მოთხოვნებს თანხაზე ან, კონტრაქტის თანახმად, ეკონომიკური ღირებულებების მქონე საქმიანობის შესრულებაზე;
f) ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, როგორც ეს განსაზღვრულია მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ეგიდით დადებული მრავალმხრივი შეთანხმებებით, მათ შორის, საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო პროექტებს და ტექნიკურ პროცესებს, ნოუ-ჰაუს სამეწარმეო საიდუმლოს, სავაჭრო სახელწოდებებს და გუდვილს;
g) კანონით ან კონტრაქტით მინიჭებულ უფლებებს, როგორც არის კონცესიები, ლიცენზიები ან ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებამოსილება და ნებართვები;
h) ნებისმიერ სხვა სახის მატერიალურ და არამატერიალურ, მოძრავ და უძრავ ქონებას ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე ქონებრივ უფლებას, როგორიცაა იჯარა, იპოთეკა, ქონების განკარგვის უფლება, გირაო ან უზუფრუქტი.
კონმერციული გარიგებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ საქონლით ან მომსახურებით ვაჭრობისათვის, და სამ წელიწადზე ნაკლებვადიანი კომერციული გარიგებების დასაფინანსებლად გამოყოფილი კრედიტები, სხვა სახის სამ წელზე ნაკლებვადიანი კრედიტები, ისევე როგორც სახელმწიფოსათვის ან სახელმწიფო საწარმოსათვის გამოყოფილი კრედიტები, არ არის მიჩნეული ინვესტიციად.
თუმცა ზემოხსენებული პირობა არ ეხება იმ კრედიტსა და სესხს, რომელსაც ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს გამოუყოფს, რომელიც ამ ინვესტორის საკუთრებაშია ან მის კონტროლს ექვემდებარება.
(3) „საწარმო“ გულისხმობს იურიდიულ პირს ან ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც დაფუძნებულია ან შექმნილია მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შემოსავლიანია თუ არა იგი, ან კერძო საწარმოა თუ სახელმწიფო; ეს ტერმინი მოიცავს ასევე კორპორაციას, ტრესტს, ამხანაგობას, ინდივიდუალურ საწარმოს, ფილიალს, ერთობლივ საწარმოს, ასოციაციას ან ორგანიზაციას.
(4) ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციიდან მიღებულ თანხებს და, კერძოდ, მოიცავს მოგებას, პროცენტებს, კაპიტალის ამონაგებს, დივიდენდებს, როიალტის, სალიცენზიო და სხვა სახის გადასახადებს.
(5) ტერმინი „დროულად“ გულისხმობს პერიოდს, რომელიც საჭიროა საკომპენსაციო გადასახდელების სავალდებულო ფორმალობათა შესასრულებლად ან გადასახდელების გადარიცხვისათვის. საკომპენსაციო გადასახდელებისათვის ეს პერიოდი დაიწყება ექსპროპრიაციის დღეს, ხოლო გადასახდელების გადარიცხვისთვის იგი დაიწყება გადარიცხვის მოთხოვნის წარდგენის დღეს. ეს პერიოდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
(6) თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს მიწას ტერიტორიულ წყლებს, საზღვაო და საჰაერო სივრცეს მისი სუვერენიტეტის შესაბამისად, მათ შორის ექსკლუზიურ-ეკონომიკურ ზონებს და კონტინენტურ შელფს, სადაც ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და იურისდიქციას საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისა