(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორცილებული ინვესტიციებისათვის სამართლიან და თანაბარ რეჟიმს, ასევე მათ სრულ და მუდმივ დაცვას და უსაფრთხოებას.

(2) უმიზეზოდ ან დისკრიმინაციული ღონისძიებებით ხელშემკვრელი მხარე ზიანს არ მიაყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მართვას, მოქმედებას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობას, გაყიდვას და ლიკვიდაციას.

(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმით, ვიდრე იგი ანიჭებს თავის საკუთარ ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს ან მათ ინვესტიციებს ინვესტიციის მართვასთან, მოქმედებასთან, შენარჩუნებასთან, გამოყენებასთან, სარგებლობასთან, გაყიდვასთან და ლიკვიდაციასთან მიმართებაში, ანუ ისეთი რეჟიმით, რომელიც უფრო ხელსაყრელია ინვესტორისათვის.

(4) ამ შეთანხმების არცერთი დებულება არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ხელშემკვრელი მხარის დავალდებულება, რომ მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს არსებული ან მომავალი ნებისმიერი სახის რეჟიმი, უპირატესობა ან პრივილეგია, რომელიც წარმოიქმნება:

ა) თავისუფალ სავაჭრო ზონაში, საბაჟო კავშირში, საერთო ბაზარზე, ეკონომიკურ ორგანიზაციაში ან ინვესტიციის შესახებ ნებისმიერ მრავალმხრივ შეთანხმებაში ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მონაწილეობიდან გამომდინარე;

ბ) დაბეგვრასთან დაკავშირებული ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების ან ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზ