1. არცერთი მონაწილე სახელმწიფო ამ კონვენციით არ არის ვალდებული ტრანზიტის ნება დართოს იმ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ ტერიტორიაზე შესვლა, ან დართოს ნება ნებისმიერი ისეთი საქონლის ტრანზიტზე, რომლის იმპორტი აკრძალულია საზოგადოებრივი მორალის, ჯანმრთელობის დაცვის ან უშიშროების საფუძველზე, ან ცხოვლებეისა და მცენარეების დაავადების ან მავნე ორგანიზმების შემოტანის საწინააღმდეგო წინასწარი გამაფრთხილებელი ზომების საფუძველზე.

2. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები იმ გარანტიებისათვის, რომ პირები და საქონელი, განსაკუთრებით ისეთი საქონელი, რომელიც მონოპოლიის საგანს წარმოადგენს, ნამდვილად იმყოფებოდეს ტრანზიტში და, რომ სატრანსპორტო საშუალებები ნამდვილად გამოიყენებოდეს ამგვარი ტვირთის სატრანზიტო გადატანისათვის, აგრეთვე გაატაროს ზომები ხაზებისა და კომუნიკაციების უსაფრთხოების დაცვისათვის.

3. არაფერი ამ კონვენციაში არ მოახდენს ზეგავლენას იმ ზომებზე, რომლებსაც ახორციელებენ მონაწილე სახელმწიფოები მსოფლიო და რეგიონალური ხასიათის იმ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, რომელთა წევრებსაც წარმოადგენენ ეს სახელმწიფოები, თუ ეს კონვენციები დადებულია წინამდებარე კონვენციის მიღებამდე ან მის შემდეგ და მისი დებულებები შეეხება შემდეგს:

(a) ისეთი საქონლის ექსპორტი, იმპორტი ან ტრანზიტი, როგორიცაა ნარკოტიკები, სხვა საშიში მედიკამენტები ან იარაღი;

(b) სამრეწველო, ლიტერატურული და მხატვრული საკუთრების დაცვა, სავაჭრო მარკის, წყაროთა მაჩვენებლების, წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაცვა და არაპატიოსანი კონკურენციის შეზღუდვა.

4. ამ კონვენციაში არაფერი არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს იგი უკრძალავდეს მონაწილე სახელმწიფოებს განახორციელონ ნებისმიერი საჭირო ზომები უშიშროების ინტერესების დასაცავა