1. იმისათვის, რომ სატრანზიტო მოძრაობა იყოს მოხერხებული, სატრანზიტო სახელმწიფოს შესვლისა და გასვლის პორტებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ზონები ან სხვა საბაჟო შეღავათები იმ შეთანხმებით, რომლებიც იდება ამ სახელმწიფოებსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს შორის.

2. ასეთივე ტიპის შეღავათები შეიძლება გავრცელდეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების სასარგებლოდ სხვა სატრანზიტო სახელმწიფოებზეც, რომელთაც არ გააჩნიათ ზღვის სანაპირო ან საზღვაო პორტებ