1. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ უზრუნველყონ შეძლებისდაგვარად საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში, აგერთვე გადაზიდვის პუნქტებში; ტრანსპორტის შესაბამისი სახეობების და დასატვირთი საშუალებების არსებობა, რაც აუცილებელია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ტრანზიტის გასატარებლად.

2. მონაწილე სახელმწიფოები იმ საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იმართება სახელმწიფოს მიერ, ვალდებულებას იღებენ გამოიყენონ სატრანზიტო გავლაზე ტარიფები ან მოსაკრებლები მოძრაობის პირობებისა და კომერციული კონკურენციის გათვალისწინებით ისე, რომ ისინი მისაღები იყოს როგორც სიდიდით, ასევე გამოყენების მეთოდებით. ეს ტარიფები ან მოსაკრებლები ხელს უნდა უწყობდნენ სატრანზიტო მოძრაობას და არ უნდა აღემატებოდნენ მონაწილე სახელმწიფოების მიერ დაწესებულ იმ ტარიფებსა და მოსაკრებლებს, რომლებიც დადგენილია მათ ტერიტორიაზე ტვირთის ტრანსპორტირებაზე ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებისათვის. ამ ნაწილის დებულებები უნდა ვრცელდებოდეს სატრანზიტო მოძრაობის ისეთ ტარიფებსა და მოსაკრებლებზე, როდესაც იყენებენ ფირმებისა და ინდივიდუალური პირების მიერ მარვთად საშუალებებს იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები ან მოსაკრებლები არის მონაწილე სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. ამ ნაწილში გამოყენებული ტერმინი „საშუალებები“ მოიცავს ტრანსპორტის საშუალებებს, საპორტო ნაგებობებსა და მარშრუტებს, რომლებზედაც ხდება ტარიფების ან მოსაკრებლების გადახდევინება.

3. გადაზიდვის ნებისმიერი მომსახურება, რომელიც დამყარებულია მონოპოლიაზე, ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ხელი არ შეუშალოს გემების ტრანზიტს.

4. წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენება უნდა ხდებოდეს 1-ლი ნაწილის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული დისკრიმინაციის დაუშვებლობის პირობებშ