წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) ტერმინი „ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო“ – ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც არა აქვს სანაპირო ზოლი.

b) ტერმინი „სატრანზიტო გასასვლელი“ – ნიშნავს საქონლის გასასვლელს, თანხლების გარეშე ბაგაჟის ჩათვლით, შეთანხმების წევრი იმ სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, რომელიც მდებარეობს ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შორის, როდესაც გასასვლელი არის ნაწილი მოგზაურობისა, რომელიც იწყება ან მთავრდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ტრანსგადაზიდვა, დასაწყობება ან ამგვარი საქონლის ტრანსპორტირების სახეობის შეცვლა, აგრეთვე მანქანების აწყობა, დაშლა ან გადაწყობა არ უნდა გამოვიდეს „სატრანზიტო გასასვლელის“ ცნების ჩარჩოებიდან. ამ თავში არაფერი არ ავალდებულებს არცერთ მონაწილე სახელმწიფოს, გასცეს ან ნება დართოს თავის ტერიტორიაზე ამგვარი აწყობის, დაშლის ან გადაწყობის მუდმივი შეღავათების გაცემაზე.

c) ტერმინი „ტრანზიტის სახელმწიფო“ – ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს სანაპირო ზოლით ან მის გარეშე, რომელიც მდებარეობს ზღვასა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს შორის და, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება სატრანზიტო გასვლა.

d) ტერმინი „სატრანსპორტო საშუალებები“ – მოიცავს:

(i) სარკინიგზო, საზღვაო, სამდინარო და საგზაო ტრანსპორტს;

(ii) ბარგის გადამტან და შესაბმელ ცხოველებს, იქ, სადაც ეს საჭიროა ადგილობრივ სიტუაციაში.

(iii) მონაწილე სახელმწიფოების შეთანხმებით სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე მილსადენებს და გაზსადენებს, როდესაც ისინი გამოიყენება სატრანზიტო გასვლისათვის წინამდებარე მუხლის დებულებების ჩარჩოებში.

(i