1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ისეთი ადმინისტრაციული ან საბაჟო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფალ და უწყვეტ სატრანზიტო მოძრაობას. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა გამართონ მოლაპარაკებები, რათა მიაღწიონ შეთანხმებას ხსენებული ტრანზიტის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით.
2. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ გამოიყენონ გამარტივებული დოკუმენტაცია და დაჩქარებული მეთოდები საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია სატრანზიტო მოძრაობასთან მათი ტერიტორიის გავლით, გადატვირთვის, და საწყობების ან ტრანსპორტის სახეობის შეცვლის ჩათვლით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრანზიტის დრო